პაშინიანის გადაწყვეტილებამ სომხეთში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შემდეგი განცხდება გამოაქვეყნა:
“ძვირფასო თანამემამულეებო, დებო და ძმებო. მე პირადად ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის.
ხელი მოვაწერე განცხადებას რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ყარაბაღის ომის შეწყვეტაზე 01.00 საათიდან. უკვე გამოქვეყნებული განცხადების ტექსტი დაუჯერებლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის.
ეს გადაწყვეტილება მივიღე სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზის შედეგად და იმ ადამიანების რჩევების გათვალისწინებით, რომლებსაც აქვთ სიტუაციის საუკეთესო შეფასების უნარი. ასევე ეფუძნება რწმენას, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში. უახლოეს დღეებში დავწერ შეტყობინებას ამის შესახებ.
ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ არის არც დამარცხება. ჩვენ უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი და ეს უნდა იყოს ეროვნული ერთიანობის, ხელახლა დაბადების ეპოქის დასაწყისი.
ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, რათა დავგეგმოთ მომავალი და აღარ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. ვიჩოქებ ყველა ჩვენი მსხვერპლის წინაშე. ქედს ვიხრი ყველა ჩვენი ჯარისკაცის, მეომრის, გენერლის, მოხალისეების წინაშე, რომლებიც სამშობლოს იცავენ და იცავდნენ. მათ არწახი თავიანთი პიროვნებებით გადაარჩინეს.
ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ. და ჩვენ გავიმარჯვებთ. არცახი დგას.
გაუმარჯოს სომხეთს. დიდხანს იცოცხლე არცახ.“
აღნიშნულ განცხადებას სომხეთში დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და პაშინიანის ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა. მომიტინგეები პრემიერის სასახლეში შეიჭრნენ და დაარბიეს. ასევე მათ დაიკავეს პარლამენტის შენობა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეს პიზიკურად გაუსწორდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია რომ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები უარს აცხადებენ პრემიერ-მინისტრს დაემორჩილონ და ამის ნაცვლად აზერბაიჯანის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაჩ ჩანს, თუ როგორ შეიჭრნენ მომიტინგები პრემიერ ნიკოლ პაშინიანის საცხოვრებელ სახლში.