რას გაუგებ სიყვარულს…
ამბობენ, სიყვარულმა ასაკი არ იცისო… მართლაც, ეკატერინე II 16 წლისა იყო, როცა 17 წლის პეტრეს გაჰყვა ცოლად. მომავალი იმპერატორი ალექსანდრე 16 წლის გახლდათ, როცა 14 წლის გერმნელ პრინცესაზე დაიწერა ჯვარი. მაჰათმა განდიმ 11 წლისამ შეირთო ცოლი.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქალები ადრე ჭკნებიან, მამაკაცები კი – პირიიქით. ისინი ასაკთან ერთად დავარგებული კონიაკის თვისებებს იძენენ: რაც უფრო ემატებათ “ვარსკვლავები”, მით უფრო ახალგაზრდა ცხოვრების თანამგზავრს ირჩევენ.
26 წლის ედგარ პომ 13 წლის გოგონა შეირთო ცოლად. 34 წლის ლევ ტოლსტოის რჩეული 18 წლისა იყო. 40 წლის მოლიერმა და 45 წლის დოსტოევსკიმ 20-20 წლის ქალები მოხიბლეს.
მეფე ალექსეი მიხაილოვიჩი ნატალია ნარიშკინაზე, პეტრე I-ის დედაზე 23 წლით უფროსი იყო; ვაგნერი კი თავის ცოლზე – 24 წლით.
არგენტინის პრეზიდენტმა, 49 წლის ხუან პერონემ 26 წლის ევა შეირთო ცოლად. 5 წლის ვასილ კანდინსკიმ თავისი არჩევანი 18 წლის გიოგონაზე შეაჩერა. 53 წლის ჩარლი ჩაპლინმა გული და ხელი 17 წლის უნას სთხოვა.
77 წლის ოგიუსტ როდენმა ქორწინება თავის ერთგულ საყვარელთან მაშინ გააფორმა, როცა მათი შვილი 50 წლის იყო. ქალმა ქორწილის შემდეგ მხოლოდ ორი კვირა იცოცხლა, როდენმა კი – 10 თვე.
სუეცის არხის მშენებელი ფერდინანდ ლესეფხი 65 წლის იყო, როცა 21 წლის ქალიშვილი მოიყვანა ცოლად. მათ 12 შვილი შეეძინათ, ცნობილმა ინჟინერმა კი 89 წლამდე იცოცხლა.