EU-მ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად პროექტი გამოაცხადა სახელწოდებით „იმოქმედე საქართველოსთვის“

ევროკავშირმა სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 2-წლიანი (2025-2027 წლებზე გათვლილი) პროექტი „იმოქმედე საქართველოსთვის“ – მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის – გამოაცხადა. პროქეტის მთლიანი ბიუჯეტი 1 568 328 ევროა.
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტმა “იმოქმედე საქართველოსთვის“ უნდა გააძიეროს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოს რეგიონებში, შეუწყოს ხელი ქვეყნის მასშტაბით დემოკრატიულ მმართველობას და სამოქალაქო ჩართულობას. ასევე პროექტის მიზანია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი მდგრადობის უზრუნველყოფა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, პროექტის კონკრეტული მიზნებს წარმოადგენს:
- სამოქალაქო საზოგადოების აქტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს (ბიზნესი, მედია, ფართო საზოგადოება) შორის კავშირების გაძლიერება. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მომზადება ხელისუფლებასთან არსებითი დიალოგისთვის, როცა ამის პირობები შეიქმნება.
- ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით მათი ფინანსური მდგრადობის სტრატეგიებისა და საზოგადოებასთან საკომუნიკაციო კამპანიის გაუმჯობესების გზით.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედბით, პროექტი საქართველოს რეგიონებში ფარავს:
- 500 ორგანიზებულ ჯგუფს (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები)
- 3000 მოქალაქე (აქტივისტები, ახალგაზრდები, სკოლის მასწავლებლები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები)
- 50 ბიზნესორგანიზაცია.
„პროექტი ასევე მოიცავს კომპლექსურ საგრანტო კომპონენტს სამოქალაქო საზოგადოების ჰაბების, ადგილობრივი ინიციატივების, სამოქალაქო აქტივისტების, სახალხო დაფინანსების (“ქრაუდფანდინგის”), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად“, – ვკითხულობთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.