რას ეძებ?

საზოგადოება საინტერესო

გენიოსი და ბოროტმოქმედება

გენიოსი და ბოროტმოქმედება

პუშკინის გმირი დარწმუნებული იყო, რომ „გენია და ბოროტმოქმედება ორი შეუთავსებელი ცნებაა“. თუმცა ისიც იცოდა, როგორ მოკლა მიქელანჯელომ თავისი მენატურე, რომ მომაკვდავი ქრისტეს ვნებები უფრო დამაჯერებლად გადმოეცა. და მაინც, ხშირად დიდი ადამიანები ჩვეულებრივი ბოროტმოქმედებივით მოქცეულან.

იტალიელი მოქანდაკე და იუველირი ბენვენუტო ჩელინი უხანჯლოდ შინიდან არ მაოდიოდა. და ერთხელ საჯაროდ მოკლა ადამიანი. ციხეშიჩ იჯდა, პაპისათვის ძვირფასეულობის მოპარვის ბრალდებით.

სერვანტესი ციხეში ორჯერ იჯდა – ორივეჯერ სახაზინო ფულის გაფლანგვისათვის.

პოეტი ევგენი ბარატინსკი, იმპერატორის გენერალ-ადიუტანტის ვაჟი, ახალგაზრდობაში პაჟთა კორპუსიდან ქურდობისათვის გამოაგდეს.

სუხოვო-კობილინი ტავისი საყვარლის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი; ეს საქმე 7 წელიწადი გრძელდებოდა, რამდენჯერმე დაიჭირეს კიდეც. და მხოლოდ დამამტკიცებელი საბუთების უქონლობის გამო შეწყვიტა სასამართლომ საქმე.

თემურ ლენგი ახალგაზრდობაში ნამდვილი ყაჩაღი იყო: ქარავნებს ძარცვავდა, საქონელს იპარავდა. კოჭლიც იმიტომ იყო, რომ ერთხელ ქურდობის დროს დაიჭირეს.

სპარსეთის მეფე დარიოს II-მ დედამისის ცოცხლად დაწვა ბრძანა; რომის იმპერატორ კონსტანტინე I-ის ბრძანებით, ჩამოახრჩეს მისი სიმამრი, ცოლისძმა, ბიძაშვილს ყელი გამოღადრეს, შვილს თავი მოკვეთეს, ხოლო ცოლი – აბანოში გაგუდეს.

892 წელს ვიკინგმა ერიკ-წითურმა გრენლანდია აღმოაჩნა. ამ მოგზაურობაში იგი იმიტომ წავიდა, რომ სამშობლოდან მკვლელობისთვის განდევნეს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს