10 მარტივი წესი, რომ ცხოვრება ხალისიანი გავხადოთ
საყოველთაოდ ცნობილია, რომ რჩევის მიცემა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შესრულებ და მაინც… შეეცადეთ თავიდან მოიცილოთ პირქუში აზრები. შეგახსენებთ ათ წესს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეამსუბუქებს და ხალისიანს გახდის.
1. გარეგნობა გუნებაზე მოქმედებს. როცა ცუდ ხასიათზე ვართ, გარეგნობასაც ზერელედ ვეკიდებით. ეცადეთ, სძლიოთ საკუთარ თავს და ასეთ დღეს ყველაზე საუკეთესო ტანსაცმელი ჩაიცვით. მალე შენიშნავთ. რომ კარგ ხასიათზე დადგებით, განსაკუთრებით, თუ გარშემომყოფნიც შეგიქებენ ჩაცმულობას.
2. ღია ფერები ტონუსს მატებს. ღია, ხასხასა ფერები პირქუშ აზრებს მოგაცილებთ. წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი გვაიძულებს ცხოვრებას ოპტიმისტურად შევხედოთ. კარგი იქნება, თუ ოთახში ყვითელ ქრიზანთებეს დაიდგამთ, კედელზე ხასხასაფერიანი პლაკატი, კალენდარი ან სურათი დაკიდეთ.
3. მუსიკა მელანქოლიის წინააღმდეგ. მუსიკას სასწაულის მოხდენა შეუძლია. მელოდია, რიტმი, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ჩართეთ თქვენი საყვარელი კომპოზიცია, მუსიკის თანხლებით ნებისმიერი საქმე გამოგივათ.
4. კითხვა ცუდ ფიქრებს მოგაშორებთ. როცა ვნერვიულობთ და არაფერი გამოგვდის, ყურადღების მობილიზება ჭირს. აიღეთ საყვარელი წიგნი და იკითხეთ.
5. უფრო იაქტიურეთ. როცა იმედგაცრუებულნი, შეწუხებულნი ვართ, თითქოს ნაჭუჭში ვძვრებით. ასეთ დროს, ეცადეთ, იაქტიუროთ, სტუმრები მოიწვიეთ, კინოში წადით, უბრალოდ გაისეირნეთ. საუბარი და გარემოს შეცვლა ძალზე გარგებთ.
6. ბუნება ამშვიდებს. თუ შინ გამუდმებით ზიხართ და ცხვირი ჩამოშვებული გაქვთ, ნუ დაელოდებით სასწაულს. სასეირნოდ სასიამოვნო ადგილი შეარჩიეთ – პარკი, ბულვარი, ბოტანიკური ბაღი. ნერვები გაცილებით დაგიმშვიდდებათ.
7. სახლი დაალაგეთ. ხანგრძლივ უგუნურებას პასიურობა მოსდევს. ეს ფიზიკური შრომით დაიძლევა. ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერთ: დათრგუნულიც აღარ იქნებით და შინაც სისუფთავე იქნება.
8. სპორტი. იცურავეთ, ირბინეთ, დაკავდით აერობიკით. ასე ჟანგბადის რაოდენობასაც გაიზრდით ორგანიზმში და გუნებაც გამოგიკეთდებათ.
9. „სულის მასაჟი“. ვისაც თავი არ უყვარს, არც საკუთარი სხეული უყვარს. თავს სიხარული მიანიჭეთ წვრილმანი სიამოვნებებით: თბილი აბაზანა მიიღეთ, საუნაში წადით. საპარიკმახეროში მისვლა, სულ უბრალო მაკიაჟიც შესანიშნავი „სულის მასაჟია“.
10. მე ყველაფერი შემიძლია. თუ გამუდმებით თავს უმტკიცებთ, არაფერი გამომდისო, ეს ცნობიერებაშიც დაილექება და შეგიქმნით უარყოფით აურას, რაც ნეგატიური მოვლენების წინაპირობაა. ეცადეთ თავი დაარწმუნოთ, რომ ყველაფერი შესანიშნავად მიდის. ხვალინდელი დღე დღევანდელს აჯობებს. ფორმულა – მე ყველაფერი შემიძლია – ცნობიერებაში გაგიჯდებათ და მუდმივ თანამგზავრად გექცევათ.