რას ეძებ?

მსოფლიო პოლიტიკა

იდეალური სამიზნე: ტრამპი, როგორც რუსული აქტივი

იდეალური სამიზნე: ტრამპი, როგორც რუსული აქტივი

დონალდ ტრამპი კულტივირდებოდა როგორც რუსული აქტივი 40 წლის განმავლობაში და ის იმდენად მზად აღმოჩნდა ანტიდასავლური პროპაგანდისთვის, რომ რუსეთში ნამდვილი დღესასწაული გამართეს – განუცხადა კგბ-ს ყოფილმა ჯაშუშმა Guardian– ს.


1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილი იური შვეცი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ბრიტანულ ჯაშუშურ ქსელს, „კემბრიჯის ხუთეულს“ ადარებს, რომლიც რუსეთს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას მეორე მსოფლიო ომისას და ცივი ომის დაწსაწყისში.

დღეს, 67 წლის შვეცი წარმოადგენს ჟურნალისტ კრეგ უინგერის ამერიკული წიგნის „კომპრომატი“-ის ძირითად წყაროს. წიგნში ასევე განხილულია ყოფილი პრეზიდენტისა და ფინანსისტ ჯეფრი ეფშტეინის ურთიერთკავშირები.

„ეს არის მაგალითი, თუ როგორ ხდება, როდესაც დაგიქირავებენ ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, შემდეგ განიცდი კარიერულ წინსვლას და იკავებ მნიშვნელოვან თანამდებობებს; სწორედ მსგავსი რამ დაემართა ტრამპს“ – განაცხადა შვეცმა სატელეფონო ჩართვისას ვირჯინიის სახლიდან.

თავად შვეცი კგბ-ს მაიორია, 1980-იან წლებში მუშაობდა ვაშინგტონში რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ის კორესპონდენტად. 1993 წელს ის გადავიდა აშშ-ში საცხოვრებლად და მოიპოვა ამერიკის მოქალაქეობა. ის მუშაობს კორპორატიული უსაფრთხოების გამომძიებლად და იყო ალექსანდრე ლიტვინენკოს პარტნიორი, რომელიც მოკლეს ლონდონში 2006 წელს.

უინგერი აღწერს, თუ როგორ გამოჩნდა ტრამპი რუსების რადარზე პირველად 1977 წელს, როდესაც ის დაქორწინდა თავის პირველ მეუღლეზე, ჩეხ მოდელ ივანა ზელნიკოვაზე. ტრამპი გახდა ჯაშუშური ოპერაციის სამიზნე, რომელსაც მეთვალყურეობას უწევდა ჩეხოსლოვაკიის დაზვერვის სამსახური, კგბ-სთან თანამშრომლობით.

სამი წლის შემდეგ ტრამპმა შეიძინა თავისი პირველი მსხვილი უძრავი ქონება – სასტუმრო Grand Hyatt New York. ამავე სასტუმროსთვის ტრამპი ყიდულობს 200 ტელევიზორს საბჭოთა ემიგრანტის, სემიონ კისლინისგან, რომელიც ამასთანავე იყო Joy-Lud ელექტრონიკის თანამესაკუთრე.

შვეცის აზრით, Joy-Lud-ს აკონტროლებდა კგბ-ს, ხოლო კისლინი მუშაობდა ე.წ. “მაკორექტირებელ აგენტად”, რომელმაც აღმავლობის გზაზე მდგომი, ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიზნესმენის, ტრამპის იდენტიფიცირება მოახდინა როგორც პოტენციური აქტივი. კისლინი უარყოფს კგბ-სთან კავშირს.

შემდგომ, 1987 წელს, ტრამპმა და ივანამ პირველად მოინახულეს მოსკოვი და პეტერბურგი. შვეცის თქმით, კგბ მას კვებავდა სხვადასხვა სასაუბრო თეზისებით. ასევე კგბ-ს ოპერატიული თანამშრომლების მიერ იქნა წამოყენებული იდეა, რომ ის უნდა წასულიყო პოლიტიკაში.

ყოფილი მაიორი იხსენებს: „კგბ ხიბლში იყო შესული თავისი მოქმედებებით, მათ შეაგროვეს უამრავი ინფორმაცია მისი პიროვნების შესახებ, ამიტომ მათ კარგად იცოდნენ, თუ რას წარმოადგენდა ის პირადად. იყო განცდა, რომ ტრამპი აღმოჩნდა ინტელექტუალურად ძალზე დაუცველი, ფსიქოლოგიურად კი მიდრეკილი იყო მლიქვნელობისკენ“.

”ეს არის ის, რაც მათ გამოიყენეს. მათ ისე ითამაშეს, თითქოს მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა პიროვნებამ და სჯეროდათ, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ერთ დღეს უნდა გამხდარიყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი: მსგავს ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო. ისინი კვებადნენ მას ამ ე.წ. „სოუნდბიტებით“, რამაც გადამწყვეტ მომენტში რეალური შედეგი გამოიღო. ასე რომ, ეს შეიძლება შეფასდეს კგბ-ს მუშაობის დიდი მიღწევად“.

აშშ-ში დაბრუნებისთანავე, ტრამპი შეუდგა რესპუბლიკელი კანდიდატების შესაძლებლობების შესწავლას პრეზიდენტის პოსტზე წარსადგენად. მან ასევე გამართა წინასაარჩევნო მიტინგი ნიუ-ჰემპშირში.

თავის წინასაარჩევნო რეკლამაში ტრამპმა შემოგვთავაზა უაღრესად არაორდინალური მოსაზრებები ამერიკაზე, ცივ ომზე, რონალდ რეიგანზე. ის ბრალს სდებდა მოკავშირე იაპონიას აშშ-ს ექსპლუატაციაში, გამოთქვამდა სკეპტიციზმს ნატოში აშშ-ს მონაწილეობის მიმართ. მის გამოქვეყნებულ ღია წერილში ამერიკელი ხალხისადმი სვამს კითხვას: „რატომ უნდა გაიღოს ამერიკამ ხარჯი სხვა ქვეყნების დასაცავად, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა თავადაც შეუძლიათ”.

ეს უცნაური და წარმატებული ინტერვენცია გახდა მხიარულების და ზეიმის საბაბი რუსეთისთვის. შვეცი ამბობს – „ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. მე კარგად ვიცნობ კგბ-ს მუშაობის პრინციპს 70-ანი და 80-იანი წლების დასაწყისიდან და შემდეგ კი რუსეთის შემთხვევაშიც, თუმცა მიახლოებული ან მსგავსი რამ არასოდეს მინახავს, ეს დაუჯერებლად მიმაჩნდა – სანამ ტრამპი არ გახდა ამ ქვეყნის პრეზიდენტი“.

2016 წელს ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას რუსეთი კვლავ მიესალმა. სპეცპროკურორმა მიულერმა ვერ გამოავლინა შეთქმულება ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრებსა და რუსეთს შორის. თუმცა, ამერიკის პროგრესის სამოქმედო ფონდის ინიციატივამ დაადგინა, რომ ტრამპის კამპანიასა და გარდამავალ ჯგუფს ჰქონდა მინიმუმ 272 ცნობილი კონტაქტი და მინიმუმ 38 ცნობილი შეხვედრა რუსეთთან დაკავშირებულ ოპერატორებთან.

შვეცმა, რომელმაც ჩაატარა საკუთარი გამოძიება, აღნიშნა: ”ჩემთვის მიულერის მოხსენება დიდი იმედგაცრუება იყო, რადგან ხალხი ელოდა, რომ ეს იქნებოდა ტრამპსა და მოსკოვს შორის ყველა კავშირის საფუძვლიანი გამოძიება, სინამდვილეში კი ჩვენ მივიღეთ გამოძიება მხოლოდ დანაშაულთან დაკავშირებული საკითხების. არ იყო გამოკვლეული ტრამპსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის კონტრდაზვერვის ასპექტები“.

მან დასძინა: ”ეს იყო სწორედ ის, რისი გამოსწორებაც გადავწყვიტეთ. მაშ ასე, მე ჩავატარე გამოძიება, შემდეგ კი შევხდი კრეგს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს წიგნი იქნება გაგრძელება იმ წერტილიდან, სადაც შეჩერდა მიულერი“.

კრეგ უინგერი, შვიდი წიგნის ავტორი და ჟურნალ Vanity Fair- ის ყოფილი რედაქტორი ტრამპის შესახებ: ”ის იყო უბრალოდ აქტივი. ეს არ იყო რაიმე გრანდიოზული ან გენიალური გეგმა, რომ კგბ აპირებდა ამ ადამიანის განვითარებას და 40 წლის შემდეგ ის გახდებოდა პრეზიდენტი. იმ პერიოდში, როდესაც ეს დაიწყო, დაახლოებით 1980 წელს, რუსები შეშლილივით და გიჟური შემართებით ცდილობდნენ ათობით და ათობით ადამიანის გადაბირებას”.

”ამპარტავნება, ნარცისიზმი… ტრამპი მრავალი თვალსაზრისით იყო იდეალური და ბუნებრივი სამიზნე, 40 წლის განმავლობაში ხდებოდა მისი კულტივირება, სანამ ის არ აირჩიეს“.


წრარო: theguardian / ტეგი: პოლიტიკა

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *