რას ეძებ?

ბუნება სხვა

კანიბალიზმი ხის ტარაკნებში

კანიბალი ტარაკანები

„ხის ტარაკნები“ არსებების იმ იშვიათ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებიც მთელ ცხოვრებას პარტნიორთან ატარებენ. როგორც ჩანს, ამ სამუდამო სიყვარულის მიზეზი კანიბალიზმში იმალება.

დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ მშობელი ტარაკნების 99%-ს მოჭმული ფრთები აღენიშნება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ეს ტარაკნები Salganea taiwanensis შერწყმის შემდეგ ერთმანეთის ფრთებს და ზოგჯერ სხეულის ნაწილებსაც მიირთმევენ.

მკვლევარებმა ამ უჩვეულო ქცევის შესასწავლად 24 წყვილ ტარაკანას დააკვირდა. გაირკვა, რომ როცა ერთი ტარაკანა მეორეს ფრთებს შეექცევა, მისი პარტნიორი უძრავია და თავისი სხეულის ნაწილს გარკვეული დროის მონაკვეთში უპრობლემოდ უთმობს.

მწერებში სექსუალური აქტის შემდეგ კანიბალიზმი ხშირი მოვლენაა, რა დროსაც უმეტესად მდედრი ჭამს მამრს, რისი შედეგიც ფატალურია. ეს აიხსნება იმით, რომ მდედრებს შთამომავლობის აღსაზრდელად ბევრი ენერგია სჭირდებათ და მამრი მშვენიერი ენერგიის წყაროა.

კანიბალიზმი ტარაკანებში

აქ მოყვანილი ტარაკნები კი როგორც ავღნიშნეთ, ძირითადად მხოლოდ ფრთებს მიირთმევენ. აღსანიშნავია, რომ ამ ფრთებს არანაირი საკვები ღირებულება არ ააჩნია. მაშ რა მიზანს ემსახურება მსგავსი უცნაური მოქმედება?

ერთ-ერთი ვარაუდია, რომ პარტნიორები ერთმანეთის ფრთებს „ღალატის“ თავიდან ასარიდებლად აჭამენ. ნაკლებია შანსი, რომ უფრთო მშობელმა მოვალეობას თავი დააღწიოს და პასუხისმგებლობის ასარიდებლად სხვა პარტნიორთან გაფრინდეს.

„ხის ტარაკნები“ ბინადრობენს დამპალი ან წაქცეული ხის ტანში. აქ ისინი ერთად ზრდიან შთამომავლობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი სახლს იშვიათად ტოვებენ. ამასთანავე, ფრთების გარეშე გადაადგილება დიდ მანძილზე სახიფათოა, რადგან მნიშვნელოვნად დქვეითებულია მათი მობილობა.

ასე რომ, ერთმანეთის ფრთების ჭამა, ტარაკნების ენაზე, ერთგვარი სიყვარულის დემონსტრაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

 

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა