რას ეძებ?

საინტერესო სხვა ფილოსოფია

კარმა, მოცემულობა და გამოსავალი

კარმა, მოცემულობა და გამოსავალი

არის ადამიანების კატეგორია ვისთვისაც არსებობს შეგონება კარმასთან დაკავშირებით, ძიება , რეგრესიული მედიტაციები და მისთანები. ისეთებიც არიან ვინც საერთოდ უარყოფენ ამ მოსაზრებას. ეს ისე ზოგადად, ყველას სხვადასხვანაირად ესმის და რაღაც ჯადოსნურ სიტყვად იქცა ბოლო 10-15 წელია. არსებობს თუ არა კარმა? რა თქმა უნდა არსებობს, კარმა მიზეზ- შედეგის ერთიანობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერი კარმას მივაჯაჭვოთ და კიდევ არ ნიშნავს იმას რომ გამუდმებით რეგრესიებში ვეძიოთ ჩვენი წარსულის შეცდომები!

რა კარმა უნდა არსებობდეს იმ ადამიანისთვის ვინც სიყვარულში ცურავს , ბანაობს ვისაც ისე მაღლა აქვს აწეული თავისი ვიბრაცია, რომ იქ მხოლოდ ყოველი წამის შეგრძნებაა გაცნობიერებული! ასეთ მდგომარეობაში არანაირი კარმა არ არსებობს, განულებულია!!!

რეგრესიები და გიოპნოთერაპია ისევე როგორც სხვა საშუალებები, რომლებიც ზოგჯერ ადამიანს სჭირდება განვითარების და განკურნების გზაზე არის დროებითი და არ შეიძლება მუდმივად ამ პრაქტიკაზე შეჯდომა, ყველაფერს აქვს თავისი დრო, ზომიერების შეგრძნება და კანონი როცა ამას ხვდება ადამიანი კარგია. საერთოდ ნებისმიერ რამეზე დაციკლვა უკვე წამალი აღარ არის, ის გადაიქცევა შხამად, ნარკოტიკად რომელიც გაბრუებს, გთიშავს რეალობიდან და ნელა-ნელა გიღებს ბოლოს. ადამიანს დროულად უნდა შეეძლოს გათავისუფლება და რაც კი არსებობს სასარგებლოდ გამოიყენოს პლიუსში, არა მინუსში გადასვლისთვის.

უბრალოდ დაფიქრდით ვისაც რეგრესიების შემდეგ მდგომარეობა გქონიათ და შეადარეთ ეს ჰგავს ფიზიკურად რომ მოიწამლები და გულისევის შეგრძნება გტანჯავს, ან უკვე რომ აგერია და თავბრუ გეხვევა, ღმერთო ჩემო, ყველამ იცის ეს რა აუტანელია და ამას თუ ძალით იწვევ, ეს ძალადობაა საკუთარ თავზე აბა სხვა რაა. ჩვენ რომ გვჭირდებოდეს სხვა ცხოვრებებზე მეხსიერება, ის აუცილებლად აქვე იქნებოდა, ჩვენს მეხსიერებაში. სხეული არის ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებულია ჩვენი ფსიქიკა, ის ერთი ფსიქიკისთვის არის განკუთვნილი და ეხლა იფიქრეთ როცა ძალით გამოიწვევთ ამ ჭურჭელში მოსათავსებლად რამოდენიმე ცხოვრების ფსიქიკას აუუ, ეს არის აფეთქება. მსგავსი პრაქტიკა ყველასათვის უსაფრთხო არაა და შეიძლება ადამიანი ფსიქიკურად დაავადდეს.

გეტყვით ყველაზე ადვილ გზას წინა ცხოვრების კარმის გამოსაცნობათ! ყოვლად უსაფრთხოა და სასარგებლო. გინდათ გამოიცნოთ რა არის თქვენი კარმული სამუშაო? ის, რაზეც კითხვები ძალიან ხშირად ტრიალებს თქვენს თავში, ის შეგრძნებები რაც მოსვენებას არ გაძლევთ, ის ცხოვრებისეული სიტუაცია (ები) რომლებიც მეორდება სადაც არ უნდა წახვიდეთ, რასაც აქტიურად ეჭიდავებით, ის ურთიერთობა რომლის გამო სიკვდილიც გინატრიათ, აი ეს ყველაფერი არის კარმული გადმონაშთები და იმუშავეთ ამ ამოცანების ამოხსნაზე.

ერთი პარტნიორი მტარვალი, მეორეც ისეთივე შეგხვდათ? ეძებეთ ამის ამოხსნა თქვენში, ფიქრობთ ყვლაფერს აკეთებთ და ვერ ეღირსეთ ამ ბედნიერებას რასაც იმსახურებთ? ესეც თქვენშია, იპოვეთ, ამოხსნა თქვენშია. საცხოვრებლის ძიების და ადგილის მუდმივი პრობლემები, მშობლებთან სირთულეები, ნებისმიერი საგვარეულო თუ პირადი ამბები რაც გეხებათ და ტკივილს გაყენებთ ჩათვალეთ კარმაზე მუშაობთ. ეს კარმის ძიების კუთხით , ისე კი სიყვარულის კარს როცა ხსნი და შენს პირველსაწყისთან კავშირს აღადგენ, აღარც შუამავალი გჭირდება და შენ ხარ მშვიდი, ბედნიერი, სიყვარულში მოცურავე, ჰარმონიაში ხარ, ნებისმიერ ცხოვრებისეულ ცვლილებას იღებ სიყვარულით და დღეს ძალიან მოდაშია ეს სიტყვა – გასხივოსნებული ხარ!

სხვა რა გგონიათ აბა გასხივოსნება მაინცდამაინც ტიბეტში უნდა წახვიდეთ ან ინდოეთში აშრამები მოილოცოთ? ყველას თავისი გზა აქვს და თავისუფლება აირჩიოს მისი საკუთარი გზა როგორ მივიდეს აქამდე, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფორმაციის პროცესი მაინც შენში ხდება და ყველაზე ადვილი გასაგები ენით მე ამას ვეძახი გულის კარის გახსნას! თუმცა ნებისმიერი რამ რასაც გაცნობიერებულად ვაკეთებთ, რაზეც პასუხისმგებლობას ვიღებთ შესაძლოა სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ამიტომ არც არაფერს გამოვრიცხავ და არც მოწოდებას ვაკეთებ, მაგრამ ყველას აქვს ისეთი მომენტი ცხოვრებაში, რომ რაღაც უნდა ამოწუროს ახალ ეტაპზე გადასასვლად და თუ ადამიანი ხელს არ უშვებს ამ უკვე ამოწურულს, ვეღარ იზრდება და ემსგავსება ბავშვს, რომელიც უკვე სკოლაში უნდა წავიდეს და საწოვარა უდევს პირში, რადგან ისე მოსწონს და ისეა დამოკიდებული ვერ უშვებს პირს.

შესაბამისად, აგვიანებს, სკოლაში არ შეუშვებენ სანამ არ მიხვდება და არ გააცნობიერებს ახალ ეტაპზე გადასვლის მოცემულობას. ამოწურულობის და გაშვების მომენტი უნდა დავინახოთ, რომ მერე ახალი სამყარო შემოვიდეს ჩვენში ახლებურად და თავიდან შევიცნოთ ჩვენი თავი…

წყარო/ავტორი: Tamar Iashvili

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *