გიორგი გურჯიევი: იდუმალი ადამიანის რჩევები
მე-20 საუკუნის ერთერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ადამიანის გიორგი გურჯიევის რჩევები:
- მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართე.
- გააცნობიერე შენი ნებისმიერი ფიქრი, გრძნობა, სურვილი და ქმედება.
- რასაც დაიწყებ, ყოველთვის დაამთავრე.
- რასაც აკეთებ, გააკეთე საუკეთესოდ.
- არავითარ შემთხვევაში არ გახდე დამოკიდებული იმაზე, ვისაც შენი განადგურება შეუძლია.
- სულგრძელობა მოწმეების გარეშე გამოიჩინე.
- ყოველ ადამიანს ისე მოექეცი, როგორც უახლოეს ნათესავს.
- შენი დასვრილი, შენვე მოწმინდე.
- ისწავლე მიღება და ნებისმიერი საჩუქრისთვის იყავი მადლიერი.
- უარი თქვი ყველა თავდაცვით მექანიზმზე.
- არ მოიტყუო, არ მოიპარო და თუ მაინც ამას გააკეთებ, იცოდე, რომ საკუთარ თავს ატყუებ, საკუთარ თავს პარავ.
- ისე დაეხმარე ახლობლებს, რომ შენზე დამოკიდებულები არ გახდნენ.
- ნუ დაიკავებ ძალიან დიდ სივრცეს.
- ნუ იხმაურებ და ზედმეტ ჟესტიკულაციასაც მოერიდე.
- თუკი ჯერ კიდევ არა გაქვს რწმენა, გააკეთე ამის იმიტაცია.
- იოლად არ მოიხიბლო ძლიერი პიროვნებებით.
- ნუ დაეპატრონები ნურაფერს და ნურავის.
- ყოველთვის გაანაწილე თანაბრად.
- არ ცდუნდე.
- ზუსტად იმდენი იძინე, ჭამე და მოიხმარე რამდენიც გჭირდება.
- ნუ ილაპარაკებ პირად პრობლემებზე გამუდმებით.
- არ განსაჯო და არ გაარჩიო, სანამ ფაქტების უმრავლესობა არ გეცოდინება.
- არ შექმნა უსარგებლო მეგობრული კავშირები.
- ნუ აყვები საერთო ტენდენციას.
- არასოდეს გაყიდო საკუთარი თავი.
- ერთგული იყავი ნებისმიერი შეთანხმების, რომელსაც ხელი მოაწერე.
- იყავი პუნქტუალური.
- ნუ შეგშურდება სხვისი ქონება და მიღწევები.
- თქვი მხოლოდ ის, რაც საჭიროა.
- არასოდეს იფიქრო იმ სარგებელზე, რომელიც შენმა ქმედებებმა შეიძლება მოგიტანოს.
- არასოდეს დაიქადნო.
- ყოველთვის შეასრულე დანაპირები.
- როდესაც კამათობ, თავი მოწინააღმდეგის ადგილას წარმოიდგინე.
- თუკი ვინმე გაჯობებს, აღიარე.
- დაამარცხე საკუთარი შიშები.
- დაეხმარე სხვებს, რომ დაეხმარონ საკუთარ თავს.
- დაამარცხე ზიზღი და სიძულვილი და ეცადე იმათ დაუახლოვდე, ვისზეც უარის თქმა გსურს.
- აქციე სიამაყე კეთილშობილებად, სიბრაზე – შემოქმედებად, სიხარბე – სილამაზის პატივისცემად.
- გარდაქმენი შური აღტაცებად, სიძულვილი კი თანაგრძნობად.
- ნურც აქებ და ნურც აძაგებ საკუთარ თავს.
- ისე მოუფრთხილდი იმას, რაც არ გეკუთვნის, თითქოს შენი იყოს.
- არასოდეს შეიცოდო საკუთარი თავი.
- განივითარე წარმოსახვა.
- არ გასცე ბრძანება, დამორჩილების სიამოვნებისთვის.
- ყველას გადაუხადე იმ სამსახურისთვის, რასაც გიწევენ.
- ნუ მოახდენ შენი იდეებისა და შრომის პროპაგანდას.
- არ ეცადო, სხვებში გააღვიძო შენ მიმართ ისეთი გრძნობები, როგორიცაა: სიბრალული, თანაგრძნობა, აღტაცება, თანამზრახველობა.
- ნუ ეცდები წარმოჩინდე შენი გარეგნობით.
- არ შეეწინააღმდეგო, უბრალოდ გაჩუმდი.
- არ აიღო სესხად, თუ რაიმეს ყიდულობ, მაშინვე გადაიხადე.
- თუკი საჯაროდ შეურაცხყოფ, საჯაროდვე მოიბოდიშე.
- თუკი აღმოაჩენ, რომ არასწორად თქვი რამე, სიამაყის გამო იმავეს ნუ გაიმეორებ.
- ნუ დადგები შენი ძველი იდეების სადარაჯოზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც საქვეყნოდ გაქვთ გაცხადებული მათ შესახებ.
- არ შეინახო უსარგებლო ნივთები.
- ნუ გაიფორმებ თავს სხვისი იდეებით.
- ნუ გადაიღებ ფოტოებს ცნობილ ადამიანებთან.
- იყავი საკუთარი თავის მსაჯული.
- ნურასოდეს განსაზღვრავ საკუთარ თავს იმის მიხედვით, თუ რას ფლობ.
- დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერი შენია.
- თუკი ლოცულობ და ეშმაკი გეწვია, ეშმაკიც აიძულე, რომ ილოცოს.