რას ეძებ?

კულინარია სხვა

სპაგეტი: საინტერესო ფაქტები პასტას შესახებ

სპაგეტი - პასტა - Pastas - საინტერესო ფაქტები პასტას შესახებ

იტალიელებმა სპაგეტის მომზადება საუკეთესოდ იციან, ამიტომაც ამ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად იტალიურ კერძზე იტალიელი შეფმზარეულების მიერ შედგენილი საინტერესო ფაქტები ყველაზე სანდო წყაროს წარმოადგენს.


რა არის პასტა? – „პასტა“ იტალიური სიტყვაა და თარგმანში „ცომს“ ნიშნავს. მისი წარმომავლობა ძველი საბერძნეთიდან იღებს სათავეს: Pastas „მარილიანს“ ნიშნავდა. პასტას უწოდებენ მაკარონის ყველა სახეობას, რა ფორმისაც უნდა იყოს იგი.

სინამდვილეში, რამდენი სახეობის პასტა არსებობს? – მსოფლიოში 400-იდან 600-მდე სახეობის პასტას ითვლიან. სპაგეტი, ფუზილი, პენე, ლინგვინი, რიგატონი და ა.შ. ახალი ფორმა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს. სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის პასტას ასე მიმზიდველს შეფმზარეულებისათვის. ყოველ ჯერზე რომელიღაც ახალი კერძი შეიძლება შექმნა.

al dante – პასტას მოხარშვის ხარისხია – როცა პასტა მზა მდგომარეობაშია, მაგრამ ჯერ კიდევ ოდნავ მაგარია, al dante-ს უწოდებენ. იტალიელები სწორედ ამ ხარისხში ხარშავენ მას, რათა დადებითი თვისებები შეუნარჩნონ. მიაჩნიათ, რომ ასე უფრო სასარგებლოა, ვიდრე მთლიანად მოხარშულ მდგომარეობაში. მთლიანად მოხარშული პასტა ზედმეტად წყლიანია და კუჭისთვის მძიმე ხდება.

მაკარონი - ვერმიშელი -სპაგეტი - პასტა - Pastas

როგორია მშრალი პასტა „გრანიანო“? – გრანიანო იტალიის ქალაქია სადაც პასტას აკეთებენ. ის ნეაპოლთან მდებარეობს და მათი მშრალი მაკარონი მთელ იტალიაშია ცნობილი. ქალაქი ისეა მოწყობილი, რომ ქუჩები მაქსიმალურად მზიანი და ქარით განიავებული იყოს. ქარხნებში ისეთი ოსტატობით ამზადებენ ამ საკვებს, რომ მომზადებისას უფრო მეტ სოუსს იწოვდეს. პასტა „გრანიანოს“ იტალიელი შეფმზარეულები საუკეთესოდ მიიჩნევენ.

მართალია, რომ პასტა შეიძლება მიირთვა ყოველდღე და წონაში არ მოიმატო? – ეს მართალია, ამისათვის პასტა მაგარი ხორბლის სახეობისგან უნდა დამზადდეს. ასეთი პასტა მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით და სასარგებლო უჯრედებით. ის სწრაფად კვებავს ორგანიზმს. ერთ პორციაში 200 კალორია, 40 გრამი ნახშირწყალი, 1 გრამი ცხიმი და 1 გრამი მარილია. „ჩემს ფიგურას მშობლებს და სპაგეტის ვუმადლი. ვერ წარმოვიდგენდი ცხოვრებას პასტის გარეშე, მას ყოველდღე მივირთმევ და არ ვსუქდები“ – აცხადებდა სოფი ლორენი. თუ მის მაგალითს გაიმეორებთ, უმჯობესია პასტა სადილზე მიირთვათ და არა ვახშამზე. სოუსი კი აარჩიოთ არა ცხიმიანი, არამედ ბოსტნეულის. ყველზე სჯობს უარი თქვათ.

როგორ აკეთებენ ფერად პასტას? – პასტის მოსამზადებელ ცომს უმატებენ ნატურალურ ინგრედიენდს, რომელსაც საღებავის ეფექტი აქვს: ორაგულს, საქონლის ხორცს, ყველს, სტაფილოს, გოგრას. შავ პასტას კი მელანთევზა ურევია.

ფერადი პასტა - სპაგეტი - მაკარონიPastas

რა არის დახურული პასტა? – ასე უწოდებენ რავიოლის, ტორტელინის და სხვა სახეობის პასტას შიგთავსით. შესაძლოა ეს იყოს ორაგული, ყველი, თხილი, მწვანილი.

რა არის პასტა al forno? – Al forno იტალიურიდან თარგმანშ ნიშნავს „გამომცხვარს“. ის ყველასათვის ცნობილი ლაზანია (ხორცის რაგუსთან ერთად) და კანელონია (რგოლები ფარშით). ასევე, ნაკლებად პოპულარული ბლინი შიგთავსით, გამომცხვარი სოუსში.

ბლინი პასტაა? – დიახ, ბლინების პროტოტიპი სწორედ პასტა იყო. უბრალოდ, ის ზომაში გაზარდეს. შეიძლება იტქვას რომ ბლინები მაკარონის ნათესავებია.

პასტა განწყობას ამაღლებს – პასტის შემცველობაში შემავალი ნახშირწყლები, სროტონინის ხარისხს ამაღლებს – ჰორმონის, რომელიც კარგ განწყობაზე „აგებს პასუხს“. მიირთვით პასტა და იყავით ბედნიერები!

რამდენ პასტას მიირთმევენ იტალიელები? – იტალიის საშუალოსტატისტიკური მცხოვრებელი წელიწადში 26 კილოგრამზე მეტ პასტას მიირთმევს. 12 თვის განმავლობაში ამ ქვეყანაში 2750 ათასი ტონა პასტა იწარმოება.

პასტა და პარმეზანი – ნებისმიერ იტალიურ რესტორანში შემოგთავაზებენ პარმეზანს პასტისთვის. მაგრამ არა ზღვის პროდუქტების გარნირის დროს. ის სოუსის გემოს აძლიერებს. რადგან პასტა თევზით უკვე ძლიერი გემოთი გამოირჩევა, პარმეზანი საჭირო აღარაა.

სპაგეტი „ალ პომოდორო“ თუ სპაგეტი „ალ ლიმონე“? სპაგეტი „ალ პომოდორო“ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სპაგეტის სახეობაა. ალბათ ამიტომაცაა მისი სოუსის მომზადება ასე მარტივი და ხელმისაწვდომ ინგრედიენტებს მოითხოვს: საჭიროა რეჰანი და მწიფე პომიდორი. სპაგეტი „ალ ლიმონე“ პირიიქით – იტალიურ მენიუში იშვიათად შეგხვდებათ. ამიტომაც, მილანის კაფეში Latteria di San Marco ყოველტვის დიდი რიგია. მათ სახელი სწორედ ამ სპაგეტით გაითქვეს. ზეთი, ლიმონის ქურქი და პასტა „ალ დანტე“ – აი, ჯადოქრობის საიდუმლო.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *