რას ეძებ?

მედიცინა ჯანმრთელობა და სილამაზე

კვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს

სწორი კვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არასწორი კვება გახლავთ.. როგორ უნდა იკვებონ ადამიანებმა, რომელთაც აწუხებთ კუჭ-ნაჭლავის პრობლემები?


ხორცი

რეკომენდირებულია: საქონლის, ხბოს, ქათმის, კურდღლის, ინდაურის მჭლე, მოხარშული, ხორცსაკებში გატარებული ხორცი მყესების, ფასციის, კანის გარეშე, ორთქლზე მომზადებული კატლეტი, მოხარშული ხორცის პაშტეტი. არ არის რეკომენდირებული: სქონლის, ცხვრის, იხვის, ბატის ცხიმიანი, შემწვარი და შებოლილი ხორცი, ძეხვეული, კონსერვები.

თევზი

რეკონებდირებულია: მოხარშული უცხიმო ჯიშები: ვირთევზა, ჭორჭილა, ქარიყლაპია, კობრი, ფარგა: ხიზილალა (კვირაში 1-2-ჯერ არა უმეტეს 20 გრამისა). არ არის რეკომენდირებული: ცხიმიანი ჯიშები: თევზის მსუყე ბულიონი, შებოლილი თევზი, თევზის კონსერვი.

რძის ნაწარმი

რეკომენდირებულია: მოუხდელი რძე, რძის ფხვნილი, ნადუღი, ახალი ხაჭი, მაწონი (გაწურული), ნაკლებცხიმიანი ყველი. არ არის რეკომენდირებული: შებოლილი ყველი, მომჟავო არჟანი ან მაწონი, ნაყინი, შოკოლადი.

წვნიანი კერძები

რეკომენდირებულია: მაწვნის სუპი, ბურღულის (მანანის, ბრინჯის, ქერის, შვრიის, წიწიბურას) სუპი, ბოსტნეულის სუპ პიურე, სუპი ვერმიშელით ან მაკარონით. არ არის რეკომენდირებული: ხორცის, თევზის, სოკოს, ბოსტნეულის ნახარში და მსუყე ბულიონი, ბორშჩი, საწებელი (სოუსი).

კვერცხი

რეკომენდირებულია: დღეში არა უმეტეს ორი ცალისა, თოხლოდ მოხარშული, ორთქლზე მომზადებული ომლეტი ან სუფლე, ათქვეფილი ცილის კერძები. არ არის რეკომენდირებული: მაგრად მოხარშული კვერცხი, კვერცხის ტაფამწვრი.

პურ-ფუნთუშეული, ბურღულეული

რეკომენდირებულია: თეთრი მშრალი (წინა დღის გამომცხვარი) პური, თეთრი ორცხობილა, წყალზე მომზადებული ფაფები (მანანის, ბრინჯის, ქერის, წიწიბურას, შვრიის), მოხარშული ვერმიშელი, ან წვრილად დაკეპილი მაკარონი. არ არის რეკომენდირებული: შავი პური, თეთრი ახალგამომცხვარი პური, ნაზუქი, ღვეზელი, ბლინი, საკონდიტრო ნაწარმი.

ტეგები: დიეტა, კვება, დაავადება, კუჭ-ნაწლავი, რჩევები, kveba, dieta, kuch-naclavi, rchevebi, daavadeba, xorci, rdzis nawarmi,

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა