რას ეძებ?

საინტერესო სიახლეები სხვა

მონადირეს სიკვდილთან წამები აცილებდა

ლოსი და მონადირე, რომელსაც სიკვდილთან წამები აცილებდა

ერთი კვირის წინ შვედეში ლოსზე ნადირობისას უჩვეულო შემთხვევას ქონდა ადგილი. მონადირემ, რომელიც ჩასაფრებულიყო ლოსი შენიშნა. პირველი გასროლა უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა როგორ შემდგომ მონადირე ყვება, ტყვია არ აცდენილა მიზანს. გასროლამ ლოსი გააღიზიანა, და დაიწყო სვლა მონადირის მიმართულებით.

რამოდემიმე წამის ინტერვალში გაისმა მეორე გასროლაც, თუმცა ლოსი ამანაც ვერ გააჩერა და ის უკვე უფრო მონდომებით მოემართება თავის ავისმზრახველისკენ. სიტუაცია ძალიან დაიძაბა და საშიში ხასიათი მიიღო, თითქოს გავეშებულ ლოსს ვერაფერი შეაჩერებდა და მონადირე განწირული იყო. თუმცა საბედნიეროდ მესამე გასროლამ შეძლო მძვინვარე ცხოველის შეჩერება. ის მონადირის წინ, რამოდენიმე სანტიმეტრის დაშორებით მიწას დაენარცხა.

ამ ყველაფერს შეესწრო მონადირის მეგობრის ქალიშვილი, რომელიც ყველაფერს მობილური ტელეფონის საშუალებით იღებდა. მან შეძლო აღებეჭდა თუ როგორ გადაურჩა ბეწვზე სიკვდილს მამის მეგობარი.

შეგახსენებთ, რომ ლოსი ირმისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 3 მეტრს, ხოლო მასა 570 კგ აღწევს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *