მსოფლიოს საუკეთესო კერძების ასეულში ხაჭაპური 23-ე ადგილს იკავებს
კერძების მსოფლიო ატლასმა TasteAtlas-მა გამოაქვეყნა 2020 წლის მსოფლიოში საუკეთესო კერძების ასეული, სადაც ქართულმა ხაჭაპურმა 23-ე ადგილი დაიკავა.
აღწერაში ხაჭაპური წარმოდგენილია როგორც ძალიან პოპულარული კერძი საქართველოსა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ხაჭაპურის უამრავი სახეობა არსებობს.
პირველი ადგილი რეიტიგში დაიკავა პიცა მარგარიტამ ნეაპოლიდან, მეორე – თურქულმა ქაბაბმა ადანიდან, ხოლო მესამე ადგილი იაპონურ რამენს ერგო.
TasteAtlas -ის მონაცემთა ბაზაში მოიპოვება ინფორმაცია ათეულ ათასზე მეტი ტრადიციული კერძებისა თუ ადგილობრივი საკვები პროდუქტების შესახებ. რეიტინგი დაფუძნებულია 60 000-ზე მეტი მომხმარებლის შეფასებებზე.
წყარო: TasteAtlas