მაცილი – საიქიოდან გადმოსული ავსული
ქართულ მითოლოგიაში მაცილი საიქიოდან გადმოსული ავსულია, რომელსაც ფორმის შეცვლის უნარი აქვს და სხვადასხვა გარეგნობით ეცხადება მონადირეებს ან მგზავრებს, ოღონდ მხოლოდ ღამით.
მაცილს შეუძლია ჭკუიდან შეშალოს ადამიანი თუკი მას ამოიჩემებს, მაგრამ ზოგჯერ მისი ქმედებები უფრო ფატალურია, რაც ბავშვების მოტაცებასა და მათ მოკვლაში მდგომარეობს.
მაცილებს ყავთ ლიდერი, რომელსაც დედას უწოდებენ, ხალხში მას დევების დედადაც მოიხსენიებენ, რომელსაც როშკაში მსხვერპლსაც კი წირავდნენ.
სვანებისთვის მაცილი იგივე ქამ მერდეა, რომლის სახელიც გარეთ მყოფად ითარგმნება.