რას ეძებ?

რელიგია საინტერესო

სიზიფე – ადამიანი, ვინც სიკვდილი ორჯერ მოატყუა

სიზიფე - ადამიანი, ვინც სიკვდილი ორჯერ მოატყუა

სიზიფე კორინთის დამაარსებელი და მეფე იყო, რომელიც კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდა, ვინაიდან ცნობილი იყო მკვლელობებით და ძარცვით.

სიზიფეს ღმერთები ვერ იტანდნენ, ეს არც არის გასაკვირი რადგან ამ კაცმა სიკვდილის მოტყუება ორჯერ შეძლო.

პირველად სიზიფემ მასთან მისული თანატოსი შეიპყრო და მსოფლიოში აღარავინ კვდებოდა. სამყაროს ბალანსი იქამდე იყო დარღვეული, სანამ თანატოსი არესმა არ გაათავისუფლა, სიზიფეს კი ჰადესში უკრეს თავი.

მეორე ჯერზე სიზიფეს სულმა, თავად ქვესკნელის ღმერთი ჰადესი მოატყუა, ცოცხალთა სამყაროში წასვლა თხოვა, რათა ცოლი დაესაჯა და შემდეგ უკან დავბრუნდებიო. ჰადესი დათანხმდა და სიზიფეც წავიდა, მაგრამ ისე დაბრუნდა, როგორც ფილმებში ბრუნდება რძეზე წასული მამა.

საბოლოოდ სიზიფემ ტარტაროზში ამოყო თავი, რაც ჰერმესის დამსახურებაა და ამ მოხერხებულ ადამიანს, საშინელი სასჯელი არგუნეს ბედად. სიზიფეს უზარმაზარი ლოდი უნდა აეტანა კლდის წვერზე, რომელიც მაშინვე უკან გორდებოდა და ეს პროცესი დაუსრულებლად მიმდინარეობს…

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა