რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საინტერესო

სარგონ II, ასურეთის იმპერიის ლეგენდარული მმართველი

სარგონ II, ასურეთის იმპერიის ლეგენდარული მმართველი

სარგონ II, ასურეთის იმპერიის ლეგენდარული მმართველი, ადამიანი რომელსაც უწოდებდნენ “ომისთვის დაბადებულს”.

სარგონ მეორე დაიბადა ძვ.წ 770 წელს და იყო უკანონო შვილი მაშინ ტახტის უფლისწულის, შემდგომ კი მეფე ტიგლატფალასარ III. მამამ მასზე უარი არ თქვა და სასახლეში მოიყვანა. მამა მალევე დაქორწინდა და შეეძინა კანონიერი შვილი სალმანსარი, მაგრამ სარგონი სასახლეში დარჩა და ტიგლატფალასარმა აქცენტი სამხედრო აღზრდაზე გააკეთა. მას 7 წლის ასაკიდან წვრთნიდნენ იმპერიის საუკეთესო მეომრები, მასში შიშის გრძნობა რომ ჩაეკლათ 14 წლის ასაკიდან მგლებზე და ლომებზე დააწყებინეს ნადირობა. მიიღო საუკეთესო სამხედრო განათლება.

ძვ.წ 743 წლიდან მონაწილეობდა მამის მიერ წარმოებულ ყველა სამხედრო კამპანიაში, ყოველთვის პირადად ღებულობდა მონაწილეობას ბრძოლებში.

ძვ.წ 727 წელს ტიგლატფალასარი გარდაიცვალა, შვილებს კი რეფორმირებული, უძლიერესი სახელმწიფო დაუტოვა. ( ამ ადამიანზე გვიდევს ჩვენ სტატია და ლინკს კომენტარებში დავტოვებ).

ტახტზე მისი ძმა სალმანსარ V ადის. 5 წლიანი მმართველობის შემდეგ მას დიდი კონფლიქტი მოუვიდა დიდგვარონებთან და სამღვდელოებასთან და ის მოწამლეს, მაგრამ სამეფო გვარდიამ შეძლო სიტუაციის კონტროლ ქვეშ აყვანა. მათ სარგონი აიყვანეს ტახტზე როგორც ტიგლატფალასარის შვილი.

სარგონმა აჯანყება ჩაახშო, ყველა დამნაშავე სიკვდილით დასაჯა და მათი თავები ნინევიის შესასვლელში დაკიდა 1 წლით.

წესრიგის დამყარების შემდეგ სარგონი თავის საყვარელ საქმიანობას- ომს დაუბრუნდა.

ძვ.წ 721 წელს მან ისრაელის სამეფოს შეუტია და ელვისებური სამხედრო კამპანიის შედეგად დაიპყრო იგი და იმპერიის პროვინციად აქცია.დედაქალაქი სამარია მიწასთან გაასწორა და იქ მცხოვრები 30 ათასი ადამიანი კი მესოპოტაამიაში გადაასახლა. ძვ.წ 720 წელს კი მისმა ჯარებმა დაიპყრეს სირია. სირიის მეფე ილუბიდი რომელიც იუდეველებს ეხმარებოდა ტყვედ ჩაიგდეს. სარგონმა პირადად დასაჯა სიკვდილით.

ამის შემდეგ გაიმართა გრანდიოზული ომი პალესტინისთვის ეგვიპტესა და ასირიას შორის. გენერალური ბრძოლა ღაზასთან გაიმართა. სარგონმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ეგვიპტის ჯარებზე, რომელსაც პირადად ფარაონი შაბაკი ხელმძღვანელობდა. მაგრამ სარგონი ამით არ დაკმაყოფილდა, მან განაგრძო შეტევა და წაართვა ეგვიპტეს იორდანია, ფინიკია და სინაის ნახევარკუნძული. ამის შემდეგ მან ნინევიაში დიდი ტრიუმფი გადაიხადა სადაც 90000 ტყვე ჩამოატარეს.

წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: Data Gunjua

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა