რას ეძებ?

მსოფლიო საზოგადოება საინტერესო

მურსის ტომის უცნაური ტრადიცია

მურსის ტომი

მურსის (სხვაგვარად მურზუ) ტომი ეთიოპიის სამხრეთით, სუდანის საზღვართან ცხოვრობს. მდინარე ომოსა და მის შენაკადს შორის მოქცეული მათი საცხოვრებელი ტერიტორია ბუნებრივად იზოლირებულია. მურსის ენა ღმოსავლეთ სუდანურ დიალექტს მიეკუთთვნება.

მურსის ტომელების დაახლოებით 15% ქრისტიანია, დანარჩენი კი ანიმისტი. მათი წარმოდგენით ნებისმიერ საგანს სული გააჩნია. მურსის ტომი სიკვდილის დემონს ეთაყვანება. მათი აზრით, ეს დემონი ყველა ადამიანში ცოცხლობს.

აფრიკის ტომები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სისასტიკით, რაც ვლინდებოდა არამარტო მტერთან მიმართებაში, არამედ საკუთარ თავთანაც. ამ მხრივ არც მურსის ტომია გამონაკლისი. ისინი სადისტური ფორმით სძენენ საკუთარ თავს „სილამაზეს“.

რასაც მურსის ტომის ქალები უკეთებენ საკუთარ ქვედა ტუჩს – დაუჯერებელია. როდესაც გოგონა აღწევს ზრდასრულ ასაკს, მას უხვრეტენ ქვედა ტუჩს და თავდაპირველად წვრილ ჯოხს ურჭობენ, შემდეგ კი საცობს. ტუჩის გახვრეტა ხდება გათხოვებამდე 6-12 თვით ადრე. ამ საქმეს კი, საკუთარ თავზე საპატარძლოს უფროსი ნათესავი ქალი იღებს ხოლმე. როდესაც ტუჩში დისკის ჩადგმის დრო მოვა, პოტენციურ დედოფალს წინა ქვედა ოთხ კბილს უღებენ. ტუჩს ჭრიან 2-3 სმ-ზე, ხოლო ჭრილობაში აკვეხებენ ხის ნაჭერს. როდესაც ჭრილობა ხის ნაჭრის გარშემო შეხორცდება, უფრო მსხვილ ნაჭერს დებენ. ასე ზრდიან თანდათანობით ნაჭრის, შესაბამისად ნახვრეტის ზომას. საბოლოოდ, ნახვრეტი ზომაში დახლოებით 16 სმ-ია. გოგონას არავინ აძალებს, რომ დროზე ადრე გაიზარდოს, შესაბმისად ასეთი სახის პირსინგის გაკეთება ნებაყოფლობითია.

უცნობია ტუჩის გახვრეტის ზუსტი მიზანი. ადრე მიიჩნევდნენ, რომ ამას ფინანსური სარგებლის გამო აკეთებდნენ. სხვა ვარაუდით, როცა ადამიანებს მურსის ტომიდან გაყიდვა დაუპირეს, მათ გადაწყვიტეს საკუთარი თავისა და სხეულის დამახინჯება, რადგან მათი ყიდვის სურვილი არავის ჰქონოდა. დროთა განმავლობაში კი ეს ტრადიციად აქციეს. დღეს მათ მიაჩნიათ, რომ რაც უფრო დიდი ნახვრეტი აქვთ, მით უფრო ლამაზად გამოიყურებიან.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *