რას ეძებ?

სხვა ჯანმრთელობა და სილამაზე

ნორმალური კვების ხუთი ოქროს წესი

ნორმალური კვების ხუთი ოქროს წესი

სხვადასხვა სახის ცხრილი, რომლებშიც მოცემულია კვების პროდუქტებში კალორიების რაოდენობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ვარჯიში – ეს ყველაფერი ერთი ნაბიჯია იდეალური ფიგურისთვის. ნაკლებ მნიშვნელოვანი არ რის კვების სტილი. ხუთი ოქროს წესი, რომლებიც ფრანგმა დიეტოლოგებმ შეიმუშავეს, მოგეხმარებათ ძალიან იოლად შეინარჩუნოთ წონა.

უნდა იცოდეთ, რა მიირთვათ! – თქვენი რაციონი უნდა შეიცავდეს ცხიმებისა და შაქრის უმნიშვნელო რაოდენობას, სამაგიეროდ, მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებით (უმი ბოსტნეული).

გააკონტროლეთ საკუთარი თავი! – საკვების მიღების ყოველი პროცესი დღესასწაულს დაამსგვსეთ: ლამაზად და გემოვნებით გაშალეთ სუფრა. ნუ დაგენანებათ სადღესასწაულო სერვიზის გამოღება (მარტოც რომ იყოთ). ასეთ ვითარებაში კერძის მცირე ულუფაც კი დაგანაყრებთ.

აუცილებლად სუფრასთან მჯდარმა მიირთვით – არამც და არამც ტელევიზორის წინ ან თუნდაც აივანზე. მაგიდასთან მჯდომი თავს უკეთ გააკონტროლებთ. თანაც, ეს საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. ღეჭეთ ნელა, კარგად და გაცილებით მალე დანაყრდებით. მთელი ყირადღება საკვებზე გადაიტანეთ, დატკბით საკვებით.

დააწესეთ ერთი განსაზღვრული დრო! – დაგეგმეთ საკვების მიღების დრო, ნუ გააკეთებთ ძალიან დიდ შუალედებს. ყოველთვის გახსოვდეთ, რამდენი მიირთვით ერთ დღეში, ანუ რამდენი კალორია მიიღო თქვენმა ორგანიზმა. არ დაივიწყოთ სასმელები, მიირთვით მხოლოდ უშაქრო ჩაი და მინერალური წყალი.

ნუ ეთამაშებით საკვებს! – ნამდვილად გშიათ თუ უბრალოდ ღეჭვის სურვილი გაქვთ? თუ ასეა, სჯობს კევი გაღეჭოთ.

მოწყენილობა ჭამით არ გაიფანტოთ; სჯობს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ, ახალი წიგნის კითხვა დაიწყოთ ან ტელეფონით ისაუბროთ.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *