ოშო / რა არის მედიტაცია? (ამონარიდი)
მე არ ვარ სექსის წინააღმდეგი და არ ვამბობ: «შეწყვიტე სექსი!» მე მოგიწოდებ გაიგო ის, მასზე ასრულო მედიტაცია, არ დაკავდე სექსით შეუგნებლად და მაშინ ეს შენთვის უდიდესი მედიტაცია გახდება. იყავი უფრო მეტად გაცნობიერებული, ფხიზელი, გამგები და დააკვირდი სინამდვილეში რა ხდება.
ეს სექსუალური ნეტარების წამია? თუ იმის გამო, რომ სექსი რამდენიმე წუთით შეწყდა, სურვილი გაქრა? სექსის შემდეგ რამდენიმე საათი მასზე არ ფიქრობ, ამიტომ აღვსილი ხარ სიმშვიდით, სიწყნარითა და სიჩუმით. სურვილი კვლავ მოვა და კვლავ შეგიშლის ხელს, ისევ დადგება მღელვარება და ტბას ჭავლი და ტალღები გადაეკვრება.
თუ ადამიანი ვინმეს სექსუალობაზე ასრულებს მედიტაციას, იგი იწყებს ცხოვრების უდიდესი საიდუმლოებების გაგებას, ისინი აქ არის დაფარული. სექსი სწორედ ამის გასაღებია. ეს არა მარტო ბავშვების აღწარმოების გასაღებია, ეს არის ასევე შენივე თავის ხელახლა შექმნის, აღდგენის გასაღები. ეს არა მარტო კვლავწარმოებაა, ეს მართლაც ხელახლა შექმნაა!
ინგლისურ ენაში სიტყვამ «აღდგენა» (recreation) დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა. დღეს «recreation» ნიშნავს გართობას, სასიამოვნო დროსტარებას, თამაშს. მაგრამ, ფაქტობრივად, როცა თამაშობ, დღესასწაულით ტკბები, შენში რაღაც იქმნება, რაღაცის ჩამოყალიბება ხდება და ეს მართლაც ხელახლა შექმნაა, აღდგენაა, და არა უბრალოდ სიამოვნება, გართობა. ის რაღაც, რაც მუშაობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მოკვდა, კვლავ აღდგება. სექსი ადამიანთა ცხოვრებაში ყველაზე დიდი გართობა გახდა. ეს არის მათი ტკბობა, დასვენება, მაგრამ მაღალ დონეზე არა მარტო ტკბობაა, ეს მართლაც აღდგენაა. სექსი თავის თავში უდიდეს საიდუმლოებებს ინახავს და პირველი საიდუმლო (თუ მედიტაციას ასრულებ, დაინახავ მას) იმაშია, რომ დიდი სიამოვნება მოდის იმიტომ, რომ სექსი ქრება და როცა ტკბობის მომენტებს განიცდი, ასევე დროც, – თუ მედიტაციას ასრულებდი – გონებაც ქრება. ამაშია მედიტაციის თავისებურება.
ჩემი დაკვირვებით, მედიტაციაზე პირველი წარმოდგენა მსოფლიოში სექსის დროს უნდა მოვიდეს იმიტომ, რომ სექსი ყველაზე მედიტაციური მოვლენაა, თუ სწორად გესმის ის, თუ მასში იძირები, თუკი არ მოიხმარ მას როგორც ნარკოტიკს.
მაშინ, დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტად იზრდება გაგება, მით უფრო მეტად ქრება სურვილი და დგება დიადი თავისუფლების დღე, როცა სექსი აღარ გდევნის. მაშინ, ადამიანი არის მშვიდი, წყნარი. იგი უკიდურესად ის არის, ვისაც იგი წარმოადგენს. სხვა ადამიანის აუცილებლობა ქრება. ადამიანს ჯერ კიდევ შეუძლია, რომ სექსით დაკავდეს, თუ უნდა, მაგრამ ამის აუცილებლობა არ არის. მაშინ ეს გაზიარების ერთგვარი სურვილი ხდება.