რელიგიური ატლასი – მსოფლიოში გავრცელებული ძირითადი რელიგიები
წინამდებარე რუქაზე აღბეჭდილია მსოფლიოში გავრცელებული ყველა ძირითადი რელიგია. რუქა ასახავს მსოფლიო რელიგიების მიმდევართა რაოდენობას და გადანაწილებას გლობალურ და ნაციონალურ მასშტაბებში. წრეები აღნიშნავენ ქვეყნებს, სხვადასხვა ზომა მოსახლეობის რაოდენობას, წრეში განთავსებული პროპორციები კი მოსახლეობის რელიგიურ კუთვნილებას.
ეს საუკეთესო და მარტივი რუქა შექმნა მოგზაურმა და დიზაინერმა კერი ოსგუდმა. რუქა ნათლად და გასაგებად გვიჩვენებს, თუ რამდენი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარია ამა თუ იმ ქვეყანაში. ოსგუდის რუკა World Religion Database-ის მონაცემებს ეფუძნება, რომელიც ბოსტონის უნვიერსიტეტის თანამონაწილეობით შეიქმნა.
- ქრისტიანობა (ლურჯი) ამერიკის კონტინენტებზე, ევროპასა და აფრიკის სამხრეთ ნახევარზე დომინირებს.
- ისლამი (მწვანე) მთავარი რელიგიაა ჩრდილოეთ აფრიკიდან შუა აღმოსავლეთის გავლით ინდონეზიამდე.
- ინდოეთი თვალში მოგხვდებათ, როგორც ინდუიზმის უზარმაზარი გაერთიანება (მუქი ნარინჯისფერი).
- ბუდიზმი (ღია ნარინჯისფერი) სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისა და იაპონიის მთავარი რელიგიაა.
- ჩინეთი ათეისტი/აგნოსტიკოსი მოსახლეობით (ნაცრისფერი) მსოფლიო ლიდერია, ასევე, „სხვა“ რელიგიის მიმდევრებითაც (ყვითელი).
- ამერიკის კონტინენტებზე კი (უმეტესად) მყარად ქრისტიანი მოსახლეობაა.
ამჟამად მსოფლიოში უდიდესი რელიგია ქრისტიანობაა, ის დაახლოებით 2.2 მილიარდ მიმდევარს ითვლის, რაც დედამიწის მოსახლეობის თითქმის მესამედია (31%). მეორე ადგილზე კი ისლამია, მას 1-6 მილიარდი (23%) მიმდევარი ყავს.