საქართველო გასაბჭოებამდე – უნიკალური ფერადი ფოტოები
ეს საოცარი და უნიკალური ფოტოები საქართველოს გასაბჭოებამდე, 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციამდეა გადაღებული. მისი ავტორია ფერადი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პიონერი, სერგეი პროკუდინ-გორსკი (1863-1944). ის პირველად საქართველოში თავისი აპარატით 1905 წელს ჩამოვიდა, ხოლო მეორედ 1912 წელს. გორსკი მსოფლიოში ცნობილი იყო, მან ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით 16 ქვეყანაში იმუშავა. მისი ფოტოების დაახლოებით მესამედი, რომელიც რუსეთის გარეთაა შექმნილი, საქართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული.
საქართველო, შავი ზღვის სანაპირო და ახალი ათონის მონასტერი.
ისლამის მოძღვარი და მისი მოწაფეები. გადაღებულია ბათუმისს სიახლოვეს
გოგონა ქოლგით მზიან დღეს. (საქართველო) ადგილმდებარეობა უცნობია.
მტკვრის სანაპირო, თბილისი.
1936 წელი, თბილისის ხედი, მამა დავითის ტაძარი. იმ დროსათვის ქალაქის მოსახლეობა იყო დაახლოებით 160, 000-დე.
1905-1912 წლები, ბორჯომი. დამსვენებლები სვამენ სამკურნალო წყალს.
ბათუმი, მამაკაცი პალმის ხესთან. იმ დროს პალმის ხის ბოჭკოებს იყენებდნენ ტომრების, ბაწრების და სხვა უხეში ქსოვილების წარმოებაში.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი. უცნობი მამაკაცი სიგარეტით ხელში.
მუშა ბამბუკის ხეებთან. სუბტროპიკული კლიმატის დამსახურებით, შავი ზღვის სანაპიროს არეალში ნარგავთა სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობა ხარობდა, რომლებიც რუსეთის იმპერიაში სხვაგან ვერ იზრდებოდა. ბამბუკს იყენებდნენ ძირითადად ავეჯის წარმოებაში.
მუშები ამზადებენ ბორჯომის მინერალურ წყალს ტრანსპორტირებისთვის.
ბათუმთან ახლოს მდებარე სახელოსნო, სადაც ბამბუკის მორებს ორთქლში ამუშავებდენ, შედეგად ისინი რბილდებოდა და მათგან ხდებოდა შესაძლებელი ავეჯის დამზადება.
ნავები, ბათუმის სანაპირო.
ბათუმი, ნავთობის რეზერვუარები. ქალაქი დაიწყო დიდი ეკონომიკური აღმასვლა მას შემდეგ, რაც 1906 წელს იმ დროისთვის მსოფლიოში უდიდესი ნავთობსადენის მშენებლობა დასრულდა. მისი სიგრძე 885 კილომეტრი იყო და ის ბაქოს აკავშირდებდა ბათუმთან. შემდეგ კი, შავი ზღვის პორტიდან ტანკერებს ნავთობპროდუქტები გაჰქონდათ დასავლეთის ბაზრებზე.
გაგრა. პატარა ბიჭები სამხედრო ქუდებში.
სოხუმის ხედი, პორტში ხომალდებით.
გზის პირას მდებარე პატარა ოჯახური სახლი, შავ ზღვასთან ახლოს. ფოტო გადაღებულია გორაკიდან, რომელიც გადაჰყურებს აფხაზეთში მდებარე სოფელ ბზიფს.
წყარო ტყის მახლობლად, სავარაუდოდ ბორჯომთან ახლოს. წყაროსთან, კედლებზე, ადამიანები თავიანთ სახელებს წერდნენ.
ქართველი ქალბატონი. (საქართველო) უცნობია ფოტოს გადაღების ადგილი.