რას ეძებ?

მეცნიერება საინტერესო

როგორ შთანთქავს მასიური შავი ხვრელი ვარსკვლავს

როგორ შთანთქავს ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავს - ვარსკვლავის სიკვდილი

მეცნიერებმა დააფიქსირეს პროცესი, თუ როგორ შთანთქავს ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავს. აღნიშნულ პროცესს ბირმინგემისა და კემბრიჯის (ბრიტანეთი) უნივერსიტეტებში მომუშავე ასტრონომები მსოფლიოს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში მოღვაწე კოლეგებთან ერთად სხვადასხვა ტელესკოპებით 6 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ შეძლეს სპეციალური ხელსაწყოებით სინათლის ნაკადის დეტალური შესწავლა, რომელიც შავი ხვრელის მიერ ჩვენი მზის მასის მქონე ვარსკვლავის შთანთქმისას იქნა გამოყოფილი.

ვარსვლავს ძლიერი გრავიტაცია იზიდავს და ანადგურებს, როდესაც ის შავ ხვრელს ზედმეტად უახლოვდება. ვარსკვლავის ნარჩენები კი მაღალ ტემპერატურაზე ცხელდებიან და მასიური შავი ხვრელის გარშემო იწყებენ მოძრაობას. მის ერთ ნაწილს შავი ხვრელი ისრუტავს, რა დროსაც გამონთავისუფლებას იწყებს დიდი მოცულობის ენერგია. შედეგად გამოიყოფა სიკაშკაშე, მაგრამ მას ხშირ შემთხვევაში მტვრის ღრუბელი ჩრდილავს, ეს კი ხელს უშლის მეცნიერებს, რომ მასზე ღრმა დაკვირვება აწარმოონ.

ასტრონავტებმა ამ ხსნებეული ღრუბლის წარმომავლობა დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ ის არის ვარსკვლავისაგან დარჩენილი მატერია, რომელსაც მისი შთანთქმის შედეგად წარმოქმნილი ენერგია გარეთ უბიძგებს. განატყორცნი ნარჩენები კი მოშორებით ცივდება და ეფარება ეპიცენტრს.

ეს მოვლენა დედამიწიდან დაახლოებით 215 მილიონი სინათლის წლის მანძელზე იქნა შენიშნული, რომელიც რიდანუსის თანავარსკვლავედში მდებარე სპირალურ გალაქტიკაშია განლაგებული.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *