ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი საქართველოში შემოდის
კომპანია SpaceX-ი საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად ოფიციალური პროცედურის დაწყებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). მათი თქმით, ილონ მასკის კომპანია საქართველოს საპილოტო ქვეყნად განიხილავს, რომელსაც თანამგზავრული ინტერნეტი უნდა მიეწოდოს.
„SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე, შესაბამისად, განიხილება საქართველო, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტო ქვეყანა, სადაც მათი მხრიდან განიხილება საქართველოს მოსახლეობისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება და ილონ მასკის კომპანია GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად“, – ნათქვამია GITA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინოვაციებიას და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში ლევან ბერიძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი მართავენ შეხვედრებს აშშ-ში. ისინი SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერს ბრეტ ჯონსენს და უფროს ფინანსურ დირექტორს დეივიდ ფინლეის შეხვდნენ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ სასაუბროდ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა კომპანია SpaxeX-ის ერთ-ერთი ინვესტორი ბილ რაიხერტიც.