პირველი მილიარდერი, რომელმაც საკუთარი რაკეტით კოსმოსში იმოგზაურა
რიჩარდ ბრენსონი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი მილიარდერი, რომელმაც საკუთარ კომპანიაში დამზადებული ხომალდით კოსმოსში იმოგზაურა. ბრენსონის გაფრენამ ასტრონავტთა ტურიზმს კაცობრიობა კიდევ უფრო დაუახლოვა.
რაკეტამ, რომელიც კომპანია ვირჯინ გალაქტიკშია დამზადებული სტარტი კვირას, ნიუ-მექსიკოდან აიღო. კომპანიის განცხადების მიხედვით რაკეტამ კოსმოსში წარმატებით იფრინა, კვირის რეისი კომპანიისთვის რიგით 22-ე საცდელი და პირველი სრულეკიპაჟიანი გაფრენა იყო.
საკუთარი გამოცდილების შესახებ 71 წლის ბრენსონმა კოსმოსიდან ასეთი გზავნილი გაავრცელა:
„ყველა ბავშს მანდ ქვემოთ მინდა ვუთხრა, მეც ოდესღაც ბავშვი ვიყავი და ვარსკვლავებს ოცნებით შევყურებდი… ახლა კოსმოსურ ხომალდზე სხვა არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ვიმყოფები და შევყურებ ჩვენს ლამაზ, ლამაზ დედამიწას. მეოცნებეთა მომდევნო თაობას მსურს ვუთხრა: თუკი ჩვენ ეს შევძელით, უბრალოდ წარმოიდგინეთ, თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ“.
მსგავს გაფრენას თავისივე კომპანიის ხომალდით “ამაზონის” დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსიც გეგმავს, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.