საბერძნეთში საშინელი ტრაგედია დატრიალდა – “თოკები გაწყდა, ბავშვები კლდეზე დაენარცხნენ და დაიღუპნენ”
საშინელი ტრაგედია დატრიალდა საბერძნეთში – კუნძულ როდოსზე ბრიტანელი ტურისტების ოჯახი ისვენებდა და ბავშვებს წყლის პარაშუტით სურდათ გაფრენა. 15 წლის ჯესიკას მამის განცხადებით, როდესაც ნავთან მივიდნენ, რომელსაც ბავშვები უნდა წაეყვანა, კაპიტანმა უთხრა, რომ ამინდი აპირებდა გაუარესებას, ამიტომ ადრე უნდა გასულიყვნენ.
საბოლოოდ, როდესაც ბავშვებს გაუკეთეს პარაშუტი და აფრინდნენ, ძლიერი ქარის გამო, თოკები გაწყდა, რის შედეგადაც სამივე მათგანი კლდეზე დაენარცხა. 15 წლის ჯესიკა და მისი 13 წლის ბიძაშვილი, მაიკლი, ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო მაიკლის 15 წლის ძმა, ჯეიმსი, ამ დროისთვის სიკვდილს ებრძვის.
როგორც ჩანს ტრაგედია დატრიალდა ბერძენი მამაკაცის უპასუხისმგებლობით, რომელიც ნავს მართავდა. მან პირველ რიგში არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ამინდი საშინლად უარესდებოდა, მეორე რიგში კი უარყო ფაქტი, რომ ერთ პარაშუტზე დასაშვებია მხოლოდ ორ ადამიანის მიმაგრება, ეს კანონი გასული წლიდან მოქმედებს. ამას გარდა, მინიმალური დასაშვები ასაკობრივი ზღვარი არის 16 წელი. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ მას არანაირი უფლება არ ჰქონდა მომსახურება გაეწია და ყველა ზემოაღნიშნულის შესახებ მაშინვე უნდა ეცნობებინა ოჯახისთვის. როგორც ირკვევა, მამაკაცი უკვე დაკავებულია.
15 წლის ჯესიკას დედამ ამ ამბის გაგებისთანავე გონება დაკარგა და ამ დრომდე შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.