სიშიშვლე: სპენსერ ტუნიკი და მისი ნუდისტური ინსტალაციები
52 წლის ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი სპენსერ ტუნიკი უკვე 15 წელია, ახერხებს, რომ გააშიშვლოს ათასობით ადამიანი და ყველას ერთად მოუყაროს თავი ერთ ფოტოინსტალაციაში. მისი ნამუშევრები აერთიანებს ადამიანებს ყველა ზომის, ფორმისა თუ ფერის განურჩევლად, სადაც მთავარი მათი ბუნებრივი სილამაზეა. მისი ფოტოსურათები მრავალი პრესტიჟული გალერეების თუ მუზეუმების მუდმივ კოლექციებშია. საერთი ჯამში მას დაახლოებით 75 ნუდისტური ინსტალაცია აქვს შექმნილი. ის გამუდმებით მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და ქმინს პროვოკაციულ ნაშრომებს. სპენსერ ტუნიკის სურვილია, რომ შეიცვალოს სიშიშვლის კონფიდენციალურობის გაგება.