პარიზში აღმართული ეიფელის კოშკი მსოფლიოს ერთ-ერთი უცნობილესი ნაგებობაა. მიუხედავად იმისა, რომ რკინის უბრალო კონსტრუქციაა, ქალაქს მაინც უნიკალურ ელეგანტურობას სძენს და XIX საუკუნიდან საფრანგეთის სიმბოლოდ მიიჩნევა. ორმოც წელზე მეტხანს, სანამ ნიუ-იორკში „ქრაისლერ ბილდინგს“ ააშენებდნენ, ეიფელის კოშკი ...
აღდგომის კუნძული (აბორიგენების ენაზე „რაპა-ნუი“) დედამიწის ყველაზე იზოლირებული დასახლებული პუნქტი და ერთ-ერთი იდუმალი ადგილია. ის ოდესრაც დიდი ცივილიზაციის სამშობლო იყო. თუმცა, როცა ევროპელებმა აღმოაჩინეს, ცივილიზაცია უკვე თითქმის განადგურებული იყო და მხოლოდ 887 დიდი „მოაით“ – ...
დელფო ძველი ბერძნული სამყაროს სასულიერო ცენტრი იყო. საყოველთაო რწმენით, დელფოში მცხოვრები მისნის პირით თავად ზევსის ძე, აპოლონი საუბრობდა. გასაკვირი არაა, რომ უძველესი ხალხი დელფოს კურთხეულად მიიჩნევდა – ქვეყანაში, რომელიც ბუნებრივ სილამაზეს არ უჩივის, დელფო ნამდვილად ...
მთელი მსოფლიო ისედაც განცვიფრებულია ავღანეთის ჩვეულებებით და თითქოს აღარაფერს უნდა მალავდეს იქაური კულტურა მეტად განსაცვიფრებელს, მაგრამ სინამდვილეში კიდევ ბევრს მალავს – საოცარს, სევდიანსა და შეუცნობელს. მოგიყვებით ტრადიციულ ავღანურ ჩვეულებაზე – ბავშვების აღზრდაზე სხვა გენდერის შესაბამის ...
არავინ იცის პირველად როდის და როგორ გაუსინჯეს გემო ინდიელებმა თამბაქოს. არადა, არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, ამერიკის ძირძველი მოსახლეობა თამბაქოს უხსოვარი დროიდან იცნობდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედამიწაზე მამონტების ჯოგები ბინადრობდნენ. მეცნიერების აზრით, თავიდან თამბაქოს ერთგვარ რიტუალურ ...
უზარმაზარი, მაღალი გოთიკური შედევრი, კელნის საკათედრო ტაძარი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლია. ქრისტეს შობის შემსწრე სამი მოგვის წმინდა ნაწილების დასასვენებლად აგებული ტაძარი რომის კათოლიკური ეკლესიის ყველაზე დიდ საძვალედ იქცა. აქ დღემდე ინახება ამ მოგვების ...
მაიას ტომელთა დიდებული ტაძარი-ქალაქი ჩიჩენ-იცა არქიტექტურული საოცრებების საგანძურია. ის 2007 წელს „მსოფლიო ახალ შვიდ საოცრებათა“ შორის შეიყვანეს. მის არქიტექტურაში ყველაზე გამორჩეულია ფრთოსანი გველის ღვთაების, კუკულკანის ტაძარი – საფეხუროვანი პირამიდა, რომელიც გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისას ფრთოსანი ...
დღემდე შემონახული შუა საუკუნეების ციხე-ქალაქის (ევროპაში უდიდესის), კარკასონის ისტორია ჯერ კიდევ რომაულ ეპოქამდე იწყება. სამხრეთ საფრანგეთის გორაკებზე განლაგებული კარკასონი ორმაგი გალავნითაა შემოვლებული. კედლებს შიგნით დგას შატო-კომტალის ციტადელი და გრანდიოზული გოთიკური საკათედრო ტაძარი, ხოლო ვიწრო ქუჩები ...
ბორობუდურის ტაძარი – მსოფლიოს უდიდესი ბუდისტური მონუმენტი – სამგანზოლებიანი მანდალას (ბუდიზმში კოსმოსის სიმბოლო) ფორმის განსაცვიფრებელი სილამაზის არქიტექტურული საოცრებაა. ბუდა შაკიამუნის ცხოვრების ამსახველი რელიეფებითა და ბუდას 500-ზე მეტი ქანდაკებით მორთული ტაძარი, როგორც ამბობენ, ბუდისტური სწავლებებისთვის აშენდა. ...
ზღვის დონიდან 2430 მეტრის ისმაღლეზე, ორ მთას, უაინა-პიკჩუსა და მაჩუ-პიკჩუს (რომლის სახელიც ქალაქს ქვია) შორის პერუს ტროპიკულ გაუვალ ტყეში ჩამალულია უძველესი ნანგრევები, რომლებსაც ხშირად „ინკების დაკარგულ ქალაქს“ უწოდებენ. ნისლში გახვეული, კლდოვანი მწვერვალებით გარემოცული ეს ბრწყინვალე ...