რას ეძებ?

სიახლეები

გაფრთხილება: თბილისში გავრცელდა კანის დაავადება — მუნი

გაფრთხილება: თბილისში გავრცელდა კანის დაავადება — მუნი

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

🩸 სიმპტომები:

👉 ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით;

👉 წვრილი გამონაყარი და სიწითლე კანზე;

👉 ხშირად – გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, მუცელზე, მკერდზე ან სასქესო არეში.

📍 როგორ ვრცელდება:

მუნი მარტივად გადადის ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირი კანის კონტაქტით ან ტანსაცმლის, თეთრეულის, ბალიშის გაზიარებით.

ინკუბაციის პერიოდი საშუალოდ 1–2 კვირაა.

აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი — თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული.

მკურნალობისას საჭიროა:

👉 ტანსაცმლისა და თეთრეულის დეზინფექცია (გარეცხვა მაღალ ტემპერატურაზე, დაუთოება);

👉 ოჯახის ყველა წევრის პროფილაქტიკური მკურნალობა;

👉 გარემოს საფუძვლიანი დასუფთავება.

არ ათხოვოთ პირადი ნივთები (ტანსაცმელი, პირსახოცი, საწოლი).

👉 რეგულარულად დაიბანეთ ხელები და შეინარჩუნეთ ჰიგიენა.

👉 შეინარჩუნეთ სიფრთხილე საზოგადოებრივ სივრცეებში.

👉 თუ შენ ან ოჯახის წევრს აგეღნიშნებათ ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით — არ გადადო ექიმთან ვიზიტი.

მუნი იკურნება, მაგრამ მოითხოვს დროულ და სწორ მკურნალობას.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *