რას ეძებ?

მსოფლიო სიახლეები

გერმანელ ექთანს 10 ადამიანის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანელ ექთანს 10 ადამიანის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიაში პალიატიური მზრუნველობის ექთანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც იგი 10 პაციენტის მკვლელობასა და 27 სხვა პაციენტის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს.

პროკურორები აცხადებენ, რომ მამაკაცი, რომლის ვინაობაც საჯაროდ არ გახმაურებულა, ღამის ცვლაში სამუშაო დატვირთვის შესამსუბუქებლად, ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებს ტკივილგამაყუჩებლებსა ან დამამშვიდებლებთან ერთად ლეტალურ ინექციებს უკეთებდა.

ბრალდებულმა დანაშაულები დასავლეთ გერმანიაში, ვიურსელენის საავადმყოფოში 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში ჩაიდინა.

გამომძიებლები ასევე იტყობინებიან, რომ მისი კარიერის განმავლობაში ჩადენილ კიდევ რამდენიმე საეჭვო საქმეს იძიებენ.

საქმე მსგავსია ყოფილი ექთნის, ნილს ჰოგელის საქმისა, რომელსაც 2019 წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ჩრდილოეთ გერმანიის ორ საავადმყოფოში 85 პაციენტის მკვლელობისთვის.

სასამართლომ დაადგინა, რომ მან 1999-დან 2005 წლამდე გულის წამლების სასიკვდილო დოზები გაუკეთა მის მზრუნველობაში მყოფ ადამიანებს.

წყარო: BBC

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *