ეს საინტერესოა: უცნაური ფაქტები…

ადამიანებს ხშირად გვავიწყდება, თუ როგორი გასაოცარი და მრავალფეროვანია მსოფლიო. სტატიაში მოყვანილია დაუჯერებელი და უცნაური ფაქტები, რის შესახებაც თქვენ, დიდი ალბათობით არასოდეს გსმენიათ…
…ზღვის წავი საკვების მოსაპოვებლად 17 მ-მდე ყვინთავს. იპოვის თუ არა მოლუსკს, მასთან ერთად ფსკერიდან ამოაქვს ქვა, წვება გულაღმა, ქვას იდებს მკერდზე, წინა თათით ურტყამს ნიჟარას და მოხერხებულად ტეხს;
…არსებობს ერთი სახეობის ხოჭო, რომელსაც მესაფლავეს ეძახიან. ისინი დაუმარხავს არაფერს ტოვებენ – არც ერთ ლეშს, სულერთია, მწერის იქნება, ფრინველის თუ ცხოველის. მრავალრიცხოვანი გუნდი შეესევა ლეშს, თანდათან გამოუთხრის ძირს და ზემოდან მიწას აყრის. ისინი ნამდვილი ბუნების სანიტარები არიან;
…ქაღალდის დამზადება კრაზანებმა „გამოიგონეს“. ისინი აძრობენ ხის თხელ ბოჭკოებს, ნერწყვით აწებებენ ერთმანეთს და მანამდე ტკეპნიან, სანამ ქაღალდის ფირფიტას არ მიიღებენ. ბუდეების დასათბუნებლად კი ისეთ მუყაოს აკეთებენ, რომელიც თითქმის არაფრით განსხვავდება ქარხნულად დამზადებულისგან;
…საუკეთესო ხარისხის კონიაკი მისაღებად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის დაყენებას. ამ დროს კონიაკის სპირტი იმ ხის ძირითად ელემენტებს შეიწოვს, რომლისგანაც არის დამზადებული კასრი. მუხის კასრის წყალობით სასმელი ოქროსფერ-ყავისფერი ხდება და ვანილისა და ნიგვზის არომატი ეძლევა. საფრანგეთში საკონიაკე კასრებს მკაცრად შერჩეული ტყის ხეებისგან აკეთებენ. მზა კონიაკი სხვადასხვა დავარგების სპირტების კომბინაციაა (კუპაჟი). კუპაჟირების პროცესი დიდ ოსტატობასა და ხელოვნებას მოითხოვს.
…მსოფლიოში ყველაზე მოკლე რკინიგზაა იტალიის სოფელ ჩადიგოვში. ის ყოფილი მემანქანის, ჯინო ჯულიანოს ნახელავია – პენსიაზე გასულმა ჯინომ იაფად შეიძინა მწყობრიდან გამოსული ორთქლმავალი, ერთი ვაგონი თავისი სახლიდან უახლოეს სამიკიტნომდე თავისით გაიყვანა;
…1971 წელს ამერიკელმა მძღოლმა ედვინ რობინსმა მძიმე ტრამვა მიიღო, დაკარგა სმენა და მხედველობა. ექიმების აზრით, ის მთელი სიცოცხლე ასე უნდა დრჩენილიყო. მაგრამ ერთ ზაფხულზე დაარტყა მეხმა და… დაუბრუნდა სმენაც და მხედველობაც;
…ისააკ ნიუტონს მეცნიერული დამსახურებისთვის უწყალობეს ლორდის წოდება და 26 წელი გულგრილად ესწრებოდა ლორდთა პალატის სხდომებს. მან მხოლოდ ერთხელ მოითხოვა სიტყვა, რითაც დამსწრენი გააოცა. „ბატონებო, – მიმართა საზეიმოდ მან კრებას, – თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, გთხოვთ ფანჯარა დაკეტოთ, ქარი უბერავს და მეშინია, არ გავცივდე“;
…ვიეტნამის ომის ინვალიდმა ჯიმ რაიტმა განცხადება შეიტანა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში – მოითხოვდა ომის ინვალიდის პენსიის დანიშვნას. თავდაცვის სამინისტროსაგან ჯიმ რაიტმა ასეთი შინაარსის პასუღი მიიღო: „ვინაიდან თქვენ რეგისტრირებული ხართ, როგორც ომში დაღუპული, პენსიის დანიშვნის შესახებ თხოვნა უნდა დაწეროს თქვენმა ქვრივმა“;
…ირანელმა მევენახემ აზიზ ამანიმ ერთ ძირზე 43 ჯიშის ვაზი დაამყნო, რომელთაგან 30-მა იხარა. მშვენიერი კოლექცია გამოვიდა, თანაც ერთ ძირზე;
…ჯიხვის ახალშობილი ფოთრი 3-4 კგ-ს იწონის. დაბადებიდან ერთი საათის შემდეგ დედას კუნტრუშით დასდევს, სამი საათის შემდეგ კი ადვილად ხტება 120 სანტიმეტრის სიმაღლეზე;
…მსოფლიოში დაახლოებით 75 მილიონი კამეჩია. აქედან ინდოეთსა და პაკისტანში 50 მილიონი, სამხრეთ აზიის სხვა ქვეყნებში – 20 მილიონი;
…პეპელა სფინქსს ზურგზე აქვს გამოსახული ადამიანის თავის ქალა გადაჯვარედინებული ძვლებით, ობობა ციკლოსმიას ზურგზე აქვს გამოსახული მკაცრსახიანი ადამიანის სახე ფარით, იაპონური ცხრაფეხა კიბორჩხალას (Heikegani) ჯავშანზე აღბეჭდილია სამურაის პორტრეტი, იაპონური თევზის სალანესის თავზე კი ტოგუკავას საგვარეულო გერბია გამოსახული, ხოლო თევზი პირუსის ფორმა და პოზა მთლიანად იმეორებს ჯვარცმულ ქრისტეს გამოსახულებას;
პეპელა სფინქსი
იაპონური ცხრაფეხა კიბორჩხალა