რას ეძებ?

ისტორია მსოფლიო საინტერესო

აბუ სიმბელი – ძველი მსოფლიოს არქიტექტურის საოცარი ქმნილება

აბუ სიმბელი

რამზეს II ეგვიპტის უდიდესი ფარაონი იყო. მისი სამოცდაათწლიანი მმართველოვის დროს ეგვიპტის სამეფო გაიზარდა და უწინდელზე მდიდარი გახდა. წინამოდბედი ფარაონების მსგავსად რამზეს II თავისი ქონების უდიდეს ნაწილს გრანდიოზულ სამშენებლო პროექტებს ახმარდა. მათ შორის ყველზე ცნობილი და ლამაზი ნასერის ტბის დასავლეთ ნაპირზე მდებარე აბუ სიმბელის ორი ტაძარია.

ამ ორიდან უდიდესი რამზესის სახელობის ტაძარია, რომელიც ძველი მსოფლიოს არქიტექტურისა და ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. ტაძრის შესასვლელში ოთხი ფარაონის გრანდიოზული ქანდაკება დგას. დიდი პირამიდის გაყოლებაზე მდგარი ქანდაკებები ძველეგვიპტური ხელოვნების ყველაზე ცნობადი და გასაოცარი მემკვიდრეობაა. კედეშის ბრძოლაში ხეთების წინააღმდეგ ფარაონის „გამარჯვების“ უკვდავსაყოფად (ისტორიკოსების აზრით, იმ ომში მეტოქეები დაუმარცხებლად გაეყარნენ ერთმანეთს) აგებული ტაძარი პირდაპირ მთის ქვიან ფერდობზე ამოკვეთეს ძვ.წ. 1244-1224 წლებში.

ტაძრის შესასვლელს 20 მეტრის სიმაღლის მჯდომარე ღმერთთა თანასწორი ქანდაკებები იცავენ, რომელთა ზემოთ შევარდნისთავიანი ღმერთი – რა დგას. შიგნით, ოთახებისა და პალატების კომპლექსში რვასვეტიანი ჰიპოსტილური დარბაზი დომინირებს. შენობა იმდენად სრულყოფილად არის აგებული, რომ გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისას, 22 თებერვალს და 22 ოქტომბერს, ამომავალი მზის სხივები ტაძრის ინტერიერში იჭრება და ოთხიდან სამი ღვთაების ქანდაკებას ანათებს. მეოთხე ქანდაკება ქვესკვნელის ღმერთ პტაჰს ეკუთვნის და ის მარადიულ წყვდიდში უნდა იყოს გახვეული.

მეორე, მცირე ტაძარი რამზესის 200 ცოლიდან უმთავრესის, ნეფერტიტის განსადიდებლად ქლღმერთ ჰათორის სახელზეა აგებული. მიუხედავად იმისა, რომ ნეფერტიტის ტაძარი რამზესის ტაძარზე მცირე ზომისაა, ამით მის სილამაზეს არაფერი აკლდება. ტაძრის შესასვლელთან დედოფლისა და ფარაონის ათმეტრიანი ქანდაკებები დგას. ისინი არა მხოლოდ სილამაზით გამოირჩევა, არამედ იმითაც, რომ ორივე თანაბარი ზომისაა. იმდროინდელი ტრადიციებისთვის ეს მეტისმეტად უჩვეულოა, რადგან ფარაონის გვერდით ყველა და ყველაფერი ჯუჯად უნდა გამოჩენილიყო. ქანდაკებების თანაბარი ზომები ნეფერტიტის მიმართ ფარაონის სიყვარულის დადასტურებაა.

აბუ სიმბელი

რელიეფური გამოსახულება

აბუ სიმბელი

რელიეფური გამოსახულება

ტაძრის ინტერიერი მისი დიდი მეზობლის გამარტივებული ვარიანტია. კედლებს ამშვენებს რელიეფური გამოსახულებები, თუ როგორ სწირავენ ძღვენს ღმერთებს ნეფერტიტი და რამზესი.

საუკუნეების განმავლობაში ტაძრები მიივიწყეს და თანდათან ქვიშამ ჩაყლაპა. 1813 წელს შვეიცარიელი მოგზაური იოჰან ლუდვიგ ბრუკჰარდტი იქ ერთმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ (რომელსაც ლეგენდის მიხედვით აბუ სიმბელი ერქვა და სწორედ მის სახელს ატარებს ტაძრები) მიიყვანა. ბრუკჰარდტმა დიდი ტაძრის ზედა, 20 ქვის ბაბუინით მორთული ფრიზი აღმოაჩინა და ამის შესახებ იტალიელ მკვლევარ ჯოვანი ბელცონის აცნობა. ბელცონიმ იმდენი მოახერხა, რომ 1817 წელს ტაძრის შესასვლელისკენ გზა გაწმენდინა. ქვიშიდან სრულად ამოთხრილი ორივე ტაძარი 1964-68 წელს დაშალეს და მოშორებით გადაიტანეს, რადგან ასუანის კაშხლის მშენებლობა მას მთლიანად წყლით დაფარვით ემუქრებოდა.

დღეს აბუ სიმბელი იუნოესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია და ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულრულ ტურისტულ ღირშესანიშნაობად ითვლება. უკვე 3000 წელი გავიდა მისი აშენებიდა, მაგრამ აბუ სიმბელი დღემდე აოცებს და აღაფრთოვანებს მნახველებს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა