რას ეძებ?

მსოფლიო საზოგადოება სელებრითი

ალეკ ბოლდუინმა გადაღებაზე ოპერატორი მოკლა, რეჟისორი კი დაჭრა

ალეკ ბოლდუინი

ნიუ-მექსიკოში ვესტერნის გადაღებისას ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ოპერატორი ქალი სასიკვდილოდ დაჭრა. ინციდენტი მოხდა პისტოლეტიდან სროლის დროს. წესით, იარაღი ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, თუმცა დაუდგენელი მიზეზების გამო, მასში ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდა. ასევე დაჭრილია ფილმის რეჟისორიც. რაც შეეხება დაღუპულ, 42 წლის ოპერატორ ალინა ჰატჩინსს, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

სანტა-ფეს პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მსახიობი ალეკ ბოლდუინი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა და სამართალდამცავებს მისცა ჩვენება, რის შემდეგაც დატოვა განყოფილება. ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო გადასაღები მოედნის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული. ამ დროისათვის არავინაა დაკავებული.

ალეკ ბოლდუინი დაკითხვის შემდეგ
ფოტოები ალეკ ბოლდუინის დაკითხვის შემდეგ, ქალაქ სანტა-ფეს შერიფის ოფისთან არის გადაღებული
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *