ბილტმორის სასტუმროს მექალთანე მოჩვენება

1920-იან წლებში ტომას “ფატი” ველში იყო ცონიბილი პიროვნება და ნიუ იორკის მიწისქვეშა ბიზნენისი ერთ-თერთი მთავარი წარმომადგენელი, რომელიც ძირითადად საქმიანობდა ფლორიდაში. ფატის საყვარელი დასარჩენი ადგილი მზიან შტატში კაზინო-სასტუმრო ბილტმორი იყო, სადაც ყოველთვის მე-13 სართულზე ჯავშნიდა ნომერს.
ტომას ველშს 1929 წლის 4 მარტს მოუვიდა უსიამოვნება ედი ვილსონთან, ის სასტუმროს მენეჯერი იყო, რომელმაც ამოიღო იარაღი და ნიუ იორკელი ფატი სიცოცხლეს გამოასალმა. თუმცა ვილსონი ციხეს გადაურჩა, რადგან, იმ დროს ფლორიდაში ნაცნობების საშუალებით ყველაფრის მოგვარება იყო შესაძლებელი. მოსყიდულმა პოლიციელებმა და ჩინოვნიკებმა დანაშაულის ყველა სამხილი საგულდაგულოდ გააქრეს, ხოლო ედი კუბაში გააპარეს.
კაზინო-სასტუმრო ბილტმორი ფლორიდაში დღემდე ფუნქციონირებს და ის ისტორიულ ძეგლადაა აღიარებული. კაზინოს პერსონალს დღესაც სჯერა, რომ ტომას ველშის სული შენობაში ახლაც დაეხეტება, რადგან მისი მკვლელი, ედი ვილსონი დარჩა დაუსჯელი.
სხვადასხვა დროს, სასტუმროში უამრავი უცნაური ფაქტი დაფიქსირებულა. ზოგჯერ, აუხსნელი მიზეზით, მომხმარებლები ლიფტს აჰყავს მე-13 სართულზე, სწორედ იქ, სადაც ტომას ველშს უყვარდა ნომრის დაჯავშნა. ფატი სიცოხლეში ყოველთვის გამოირჩეოდა მექალთანეობით, ამიტომ მის მოჩვენებას ლამაზი ქალები იზიდავს, და სამიზნეც უმეტესად სწორედ რომ მანდილოსნები არიან.
ერთხელ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მეოთხე სართულზე ადიოდნენ, მაგრამ ამოუცნობი მიზეზით წყვილი ლიფტმა მე-13 სართულზე აიყვანა. როდესაც კარი გაიხსნა, ქმარმა გზა პირველი ცოლს დაუთმო, როდესაც ქალი გავიდა, უეცრად მის ცხვირ წინ კარები დაიხურა და ლიფტმა მამაკაცი პირველ სართულზე ჩამოიყვანა. მოგვიანებით შეცბუნებული ქალბატონი ყვებოდა, რომ ცარიელ დერეფნებში უცნაური ხმები ესმოდა და გრძნობდა სიგარის სუნსაც.
ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მოჩვენებამ პრეზიდენტ ბილ კლინტონის შეშინებაც სცადა. ერთხელ კლინტონი სწორედ მეცამეტე სართულზე დაბინავდა. საღამოს პრეზიდენტი ტელევიზორში ფეხბურთს უყურებდა, რა დროსაც ტელევიზორმა თავისით დაიწყო არხიდან არხზე გადართვა, შემდეგ გამოირთობოდა და ისევ ჩაირთობოდა. მომხდარი ფაქტის ახსნა კი ვერც სასტუმროს პერსონალმა და ვერც მისი დაცვის წევრებმა შეძლეს.