რას ეძებ?

ბიოგრაფია კულტურა ხელოვნება

ბობ დილანი / ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი

ბობ დილანი / ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი

ბობ დილანი (იგივე რობერტ დილანი), დაიბადა 1941 წლის 24 მაისს. დილანის ბებია და ბაბუა, ანა კირგიზი და ზიგმან ზიმერმანი, შეერთებულ შტატებში ემიგრირდენ ოდესიდან (რუსეთის იმპერია, ახლანდელი უკრაინა), 1905 წლის ებრაელების წინააღმდეგ განხორციელებული პოგრომების შემდგმომ. ხოლო მისი ბებია-ბაბუა დედის მხრიდან, ფლორენცია და ბენ სტოუნი იყვნენ ლიტველი ებრაელები იყვნენ, რომლებიც შეერთებულ შტატებში 1902 წელს ჩავიდნენ. დილანის მამა აბრამ ზიმერმანი და მისი დედა ბეატრის “ბიტი” სტოუნი იყვნენ პატარა, მჭიდროდ შეკრული ებრაული საზოგადოების ნაწილი. მამამისი და მამის ბიძები ფლობდენ ბიზნესს ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიის სახით. ადრეულ წლებში დილანი უსმენდა რადიოს – ჯერ ბლუზისა და ქანთრის სადგურებს, ხოლო მოგვიანებით გადაერთო როკ-ენ-როლზე.

დილანი ცნობილი ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორია. მას მიიჩნევენ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორს და სიმღერების ავტორს. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების უმეტესი ნაწილი თარიღდება 1960-იანი წლებით, როდესაც სიმღერები, როგორიცაა “Blowin’ in the Wind” (1963) და “The Times They Are a-Changin” (1964) იქცა ჰიმნად სამოქალაქო უფლებებისა და ომის საწინააღმდეგო მოძრაობებისთვის. მისი ლექსები ამ პერიოდის განმავლობაში აერთიანებდა პოლიტიკურ, სოციალურ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ გავლენებს, ეწინააღმდეგებოდა არსებული პოპ-მუსიკის კონვენციებს და მიმართავდა მზარდ კონტრკულტურას.

დილანი დაიბადა და გაიზარდა სენტ-ლუის ოლქში, შტატი მინესოტა. 1962 წელს ტრადიციული ხალხური სიმღერების სადებიუტო ალბომის შემდეგ, მან მიაღწია წინსვლას და მოიპოვა პოპულარობა, როგორც სიმღერების ავტორმა. შემდგომი 15 თვის განმავლობაში ჩაწერა 1960-იანი წლების სამი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი როკ ალბომი: Bringing It All Back Home, Highway 61 Revisited (ორივე 1965) და Blonde on Blonde (1966). მისმა ექვსწუთიანმა სინგლმა “Like a Rolling Stone” (1965) გააფართოვა კომერციული და შემოქმედებითი საზღვრები პოპულარულ მუსიკაში.

ბობ დილანმა კარიერის განმავლობაში გაყიდა 145 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსად აქცევს. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, ათი გრემის, ოქროს გლობუსის და ოსკარის ჯილდოები. დილანი შეყვანილია როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ნეშვილის სიმღერების ავტორის დიდების დარბაზში და სიმღერების შემსრულებელთა დიდების დარბაზში. პულიცერის პრემიის საბჭომ 2008 წელს მიანიჭა მას სპეციალური ჯოლდო „პოპულარულ მუსიკასა და ამერიკულ კულტურაზე მისი ღრმა გავლენისთვის, რომელიც გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი პოეტური ძალის ლირიკული კომპოზიციებით“. 2016 წელს დილანს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში “ახალი პოეტური გამონათქვამების შექმნისთვის დიდი ამერიკული სიმღერის ტრადიციის ფარგლებში”.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *