რას ეძებ?

მედიცინა ჯანმრთელობა და სილამაზე

რა არის ბოტოქსი: მოქმედების პრინციპი და ეფექტიანობა

რა არის ბოტოქსი მოქმედების პრინციპი და ეფექტიანობა
რა არის ბოტოქსი?

ბოტოქსი (Botox) მიმიკურ კუნთებში გასუფთავებული და დასუსტებული A ტიპის ბოტულინის ნეიროტოქსინის პრეპარატის შეყვანის პროცედურაა (სხვაგვარად, ბოტულინოთერაპია). ეს მეთოდი მიღებული და დამტკიცებულია ამერიკის სამკურნალო პრეპარატებისა და საკვები პროდუქტების კონტროლის სამმართველოს (FDA) მიერ. თავდაპირველად ბოტულინის თერაპია გამოიყენებოდა მხოლოდ ნევროლოგიაში კუნთების პათოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, ხოლო დღეს ის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული პროცედურაა, რომელიც პაციენტებს სახის მოვლასა და გაახალგაზრდავებაში ეხმარება.

ეფექტი ბოტოქსის ნემსით შეჰყავთ ინექცია, რომელიც ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს და ასევე უშლის ხელს ახლების წარმოქმნას. ამასთანავე, პაციენტები ნაკლებად ასრულებენ სხვადასხვა უნებლიე მოძრაობებს: ჭმუხნიან წარბებს, გამოხატავენ სხვადასხვა ემოციას სახის მიმიკური კუნთების საშუალებით, – რასაც ყოველი ჩვენთაგანი გაუცნობიერებლად დღეში ათასჯერ მაინც ვაკეთებთ.

როგორია მოქმედების პრინციპი? – ბოტოქსის გამოყენებას კოსმეტოლოგიაში არც ისე ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, თუმცა დროის მოკლე პერიოდში მას გამოუჩნდა უამრავი მომხრე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებსა და პაციენტებს შორის. ნევროლოგიასა და ოფთალმოლოგიაში მისი გამოყენება 1980 წლიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაოჭების გასასწორებლად ინექციისას ძლიერ შხამს, ბოტულინს იყენებენ, მას ტოქსიკური რეაქციები არასოდეს აღინიშნება. ტოქსინი მხოლოდ კანქვეშ განლაგებულ წვრილ კუნთებზე მოქმედებს. სწორედ მათი შეკუმშვაა შუბლზე ნაოჭების წარმოქმნის მიზეზი. ამავე მიზეზით წარმოიქმნება ნაოჭები წარბებს შორის, თვალის კუთხეებთან, ზედა ტუჩსა და ცხვირის ზურგზე. პრეპარატი კანქვეშ შეჰყავთ წვრილი ნემსით, ხოლო გაუტკივარებისთვის ადგილობრივ ანესთეტიკებს იყენებენ, რომლებსაც პაციენტებს წინასწარ უსვამენ კანზე.

პრეპარატი მოქმედებას საშუალოდ 7-14 დღის შემდეგ იწყებს, რა დროსაც ნერვული იმპულსების აღქმის ბლოკირების შედეგად სწორდება ზედაპირული და ღრმა ნაოჭები, ხოლო კანის ზედაპირი იბრუნებს სიგლუვეს. პრეპარატის მოქმედების ეფექტი საშუალოდ 6 თვა, რის შემდეგაც კვლავ შესაძლებელია პროცედურის განმეორება. კოსმეტოლოგების აზრით, ხანგრძლივი და მყარი ეფექტის მისაღწევად ბოტოქსის პრეპარატის წელიწადში 3-ჯერ შეყვანაა რეკომენდირებული. რამდენიმე პროცედურის შემდეგ დავიწყებას ეძლევა შუბლის შეჭმუხვნის მავნე ჩვევა და პრობლემა გვარდება პრეპარატის გარეშეც. პროცედურის რეგულარული ჩატარებისას კუნთები მოდუნებული რჩება, სწორდება ნებისმიერი სიღრმის ნაოჭი, ხოლო ახალი აღარ წარმოიქმნება.

ტეგები: ბოტოქსი, ბოტულინოთერაპია, მედიცინა, botoksi, botox, botulinoterapia, saxis movla, silamaze, botulini, botoqsi

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *