რას ეძებ?

მსოფლიო საზოგადოება

გარდაიცვალა ზამბიელი მღვდელი, რომელმაც მიმდევრებს თავი ცოცხლად დაამარხვინა

გარდაიცვალა ზამბიელი მღვდელი, რომელმაც თავი ცოცხლად დაამარხვინა

ზამბიელი მღვდელი, რომელმაც სცადა იესო ქრისტეს მკდრეთით აღდგომის გამეორება, გადრაიცვალა. როგორც გამოცემა Daily Mail-ი იუწყება, 22 წლის ჯეიმს საკარამ, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს, თავისი მიმდევრები აიძულა სამი დღით ცოცხლად დაემარხათ.

შემთხვევა ზამბიის ქალაქ ჩადიზაში მოხდა, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაში მდებარეობს. პასტორი მრევლს არწმუნებდა, რომ ის სამი დღის შემდეგ გაცოცხლდებოდა. მის ამ უცნაურ თხოვნას მხოლოდ სამი ადამიანი გამოეხმაურა. ისინი მღვდელს დაეხმარნენ საფლავის გათხრაში, შემდგე შეუკრეს ხელ-ფეხი და ცოცხლად დამარხეს.

სამი დღის შემდგომ, როდესაც მათ საფლავი გათხარეს, საკარას ცხედარი აღმოაჩინეს. ერთერთი მოწაფე პოლიციას მაშინვე ჩაბარდა, დანარჩენს კი ამ დრომდე ეძებენ. მედიის ცნობით უიღბლო „წინასწარმეტყველს“ ორსული მეუღლე დარჩა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *