იცით თუ არა, რომ… საინტერესო ფაქტები
…ბოლო 60 წლის მანძილზე ოპერატიული მეხსიერება ასი ტრილიონჯერ გაიაფდა. ასეთი ფასდაკლებით მთელი ნიუ-იორკის უძრავი ქონება მოგივიდოდათ 10 ცენტად, ისტორიის მანძილზე მოპოვებული ოქრო კი დოლარზე ოდნავ ძვირად.
…კიტრის სამშობლო ინდოეთია, ჯერ კიდევ 3 ათასი წლის წინ მას უკვე საკვებად ხმარობდნენ. იგი ეგვიპტეშიც კარგა ხანია ცნობილია, ხოლო ძველ რომაელებს კიტრი სათბურშიც მოჰყავდათ.
…ბიბლია პირველად დაახლოებით1454 წელს, გერმანიის ქალაქ მაინცში დაბეჭდა იოჰან გუტენფერგმა. ზუსტად დათარიღებული პირველი წიგნი გამოიცა 1457 წლის 14 აგვისტოს იოჰან ფიუსტომის და პეტერ შეფერის მიერ.
…უძველესი ბეჭდური ნაწარმოებია ხის კლიშეს ანაბეჭდი – სუტრა. მას ათარიღებენ დაახლოებით ჩვ.წ. აღ-ით 700 წლით. სპეციალისტების აზრით, ტანის დინასტიის პერიოდის 28 გვერდიანი პოემა დაბეჭდილია ლითონის შრიფტით. ჩვ.წ. აღ-ით დაახლოებით 1160 წელს, იგი სამხრეთ კორეის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ინახება.
…აზიაში ყველაზე გავრცელებულ გვარად აღიარებულია – ჩანი. სტატისტიკის მიხედვით, ეს გვარი აქვს 100 მილიონ ადამიანს. საკმაოდ გავრცელებულია ინგლისური გვარი სმითი. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 650 ათასზე მეტი სმითი ცხოვრობს, ხოლო აშშ-ში დაახლოებით 2 300 000 ადამიანია ამ გვარით რეგისტრირებული.
…წიწაკა (ინდიელების მას „ახი“-ს უწოდებენ) პირველად მოიხსენია ექიმმა, რომელიც კოლუმბს ახლდა მოგზაურობაში. იგი შეიცავს დიდძალ ასკორბინმჟავას, ამაგრებს სისხლძარღვებს. მწარე წიწაკისა და სპირტის ნაყენი გამოიყენება კუჭნაწლავის მწვავე დაავადებისას, აქვს ბაქტერიოციდული თვისებები.
…ესპანეთის მეფის კარლოს III-ის შვილთაშვილს 94 სახელი ჰქონდა. ინგლისელებმა ჯონ და მარგარეთ ელსინორებმა თავიანთ შვილს ტრესის 139 სახელი მისცეს.
…ჩინეთის ქალაქ სიანის მახლობლად კერამიკის ფრაგმენტზე აღმოჩნდა უძველესი დამწერლობის ნიშნები – იდეოგრამები, რომელიც ჩვენს ერამდე IV-V ათასწლეულით ტარიღდება. უფრო ადრინდელადაა მიჩნეული ირანში ნაპოვნი ციფრული ნიშნები.
…სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ყველაზე უძველესია ეგვიპტის მეფის სახელი, რომელიც 305 წელს (ჩვენს ერამდე) მართავდა ქვეყანას. მისი სახელი ღრიანკალის იეროგლიფით აღინიშნებოდა.
…დიდ ბრიტანეთში უძველეს სახელად მიჩნეულია – ფრისჰენი. ეს სახელი ერქვა გალელთა მმართველს 100 წელს (ჩვ ერამდე).
…ყველაზე მოკლე, ერთხმოვნიანი გვარი – ო გავრცელებულია კორეაში. ინგლისელ ლინკოლნ ტეიბესის ოჯახში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ახალშობილს ა-ს არქმევდნენ.
…ყველაზე დაკლაკნული ქუჩა არის სან-ფრანცისკოში – ლომბარდ სთრითი, რომელსაც 8 მძაფრი მოსახვევი აქვს.
…ინგლისში დღეს ყველაზე გავრცელებული გვარი აქვს ლორდ ჰოუველ-თერლოუ-ქმინგ-ბრიუსს და გრაფ მონტეპო-სტიუარტ-მაქენზის.
…ყველაზე ძველი უნივერსიტეტი (დღესაც მოქმედია) არის მაროკოს ქალაქ ეფესოში. უნივერსიტეტი 859 წელს გაიხსნა.
…ყველაზე დიდი რაოდენობის სტუდენტი სწავლობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში – სეით-იუნიონ სითიში, დაახლოებით 160 ათასი.
…მსოფლიოს ყველაზე გრძელი წერილი ინახება ანკარის ნაციონალურ მუზეუმში – პერგამენტის 10მ სიგრძისა, 7მ სიგანისა. ეს წერილი ირანის შაჰმა გაუგზავნა თურქეთის სულთანს XVI საუკუნეში. წერილში ჩამოთვლილი იყო ამ ორ მონაქრს შორის წამოჭრილი მრავალრიცხოვანი პრობლემა, მათი გამომწვევი მიზეზები და ამ პრობლემათა გადაჭრის გზები.
სულთანის პასუხი კი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოკლე პასუხად ითვლება: „თანახმა ვარ“.