რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

ბრიტანეთის მიერ ინდოეთის კოლონიზაციის დასაწყისი

ბრიტანეთის მიერ ინდოეთის კოლონიზაციის დასაწყისი

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

ბრძოლა, რომლის შემდეგ დაიწყო ბრიტანეთის მიერ ინდოეთის კოლონიზაცია და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე გამარჯვებად დიდი ბრიტანეთის უმდიდრეს სამხედრო ისტორიაში.

მე XVIII საუკუნის 40 წლებიდან ევროპულმა კაპიტალმა აქტიურად დაიწყო ინდოეთის ათვისება. ამას დაემატა ბრიტანულ-ფრანგული ინტერესების ჯახი. მონღოლთა დიდი იმპერია მაგ მომენტში დიდ კრიზისში იყო და იშლებოდა, შედეგად გაჩნდა ბევრი დამოუკიდებელი სახელმწიფო. მათ შორის ერთ-ერთი იყო ბენგალიის სანავაბო.

ბენგალია კი ერთ-ერთი რეგიონი იყო სადაც ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კამპანია აქტიურ სავაჭრო საქმიანობას აწარმოებდა. ბენგალიის მმართველ ალივარდი-ყაენთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ის გარდაიცვალა 1756 წლის დასაწყისში და ტახტზე მისი შვილიშვილი სირაჯ უჯდ დაულა ავიდა.

მას ძალიან არ უყვარდა უცხოური სავაჭრო კომპანიები და მათი მაქსიმალური შევიწროება დაიწყო. ამაზე ბრიტანელებმა აქტიური პროტესტი გამოთქვეს. ამის საპასუხოდ ნავაბმა არმია შეკრიბა და ბრიტანულ სავაჭრო ფაქტორია კოსიმბაზარს შეუტია რომელსაც სულ რაღაც 50 ადამიანი იცავდა. ფაქტორია აღებულ იქნა.

ამის შემდეგ ნავაბმა მაშინ ბრიტანეთის მთავარ ბაზას ინდოეთში, კალკუტას შეუტია. გარნიზონმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაწია, მაგრამ ბენგალიის არმიან 4 დღიანი ქუჩის ბრძოლების შემდეგ 1756 წლის 20 ივნისს ქალაქი აიღო.

ეს კი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა ომის გამოცხადებას ბრიტანეთის იმპერიისთვის. ბრიტანეთი მაშინ შვიდწლიან გრანდიოზულ ომში ებმებოდა და არ ეცალა ეგრევე ეპასუხა, მაგრამ 1 წელიწადში ბრიტანეთმა მოიცალა და 5000 კაციანი არმია გამოგზავნა ნავაბის წინააღმდეგ. ექსპედიციის უფროსად რობერტ კლაივი დაინიშნა.

კლაივმა ჯერ სანაპიროზე ჩანდაგარი ციხესიმაგრე აიღო და იქ პლაცდარმი მოაწყო, შემდეგ კი დაიწყო მზადება ბენგალიის სიღრმეში შესაჭრელად. 5000 კაცით ეს სიგიჟეს ჰგავდა მაგრამ კლაივი მხნედ იყო. საბოლოოდ 1757 წლის ივნისის თვეში მხარეები დაიძრნენ და 1757 წლის 23 ივნისს დაეტაკნენ ერთამენთს ქალაქ პლესისთან. ინდოელებს 50 ათასიანი არმია ყავდა, 10 ჯერ მეტი ვიდრე კლაივს. მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთმა მდიდარი საარტილერიო პარკი მიაწოდა ინდოელებს და მათ ჰქონდათ 10 მაგი უპირატესობა, ბრძოლა მათი სასტიკი მარცხით დ ინგლისელების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

ამის შემდეგ კლაივმა განაგრძო დევნა და 2 ივლისს ბენგალიის დედაქალი მურშიდაბადი აიღო. აგრეთვე მათ ხელში აღმოჩნდა ნავაბის ხაზინა 1.5 მილიონი ფუნტი. ხოლო თვითონ ნავაბი სირაჯ უჯდ დაულა ტყვედ აიყვანეს. მალევე სრულიად ბენგალიამ გამოუცხადა მორჩილება რობერტ კლაივს. მან აქ ბრიტანეთის ვასალად დატოვა მირ-ჯაფარი, ბენგალია კი გახდა პირველი პროვინცია რომელიც ბრიტანეთმა დაიმორჩილა, რაც საბოლოოდ სრულიად ინდოსტანის დაპყრობით დასრულდა!

ბრიტანეთის მიერ ინდოეთის კოლონიზაციის დასაწყისი
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა