რას ეძებ?

რელიგია საზოგადოება ფილოსოფია

ანი ბეზანტი / თეოსოფია

ანი ბეზანტი / თეოსოფია

მენტალური სამყაროს ზეციური ნაწილი უხორცო ადამიანური არსებებით არის სავსე, რომლებიც მენტალურ და მორალურ ძალებად გარდაქმნიან იმ კარგ გამოცდილებას, რომელიც მათ მიწიერი ცხოვრებისას დააგროვეს.

აქ ჩანს რელიგიის თავგამოდებული მიმდევარი, რომელიც იმ ღვთიური ფორმის თაყვანისმცემი ჭვრეტით არის გატაცებული, რომელიც მას დედამიწაზე უყვარდა, რადგან ღმერთი საკუთარ თავს ადამიანისთვის ავლენს ნებისმიერი ფორმით, რომელიც ამ უკანასკნელისთვის არის ძვირფასი. აქ მუსიკოსი ჰაერს მელოდიური ბგერებით ავსებს, რომლებიც მის უნარს უფრო მაღალ ძალად აქცევს. აქ ყველა შეყვარებული ახლო კონტაქტშია თავის შეყვარებულთან, სიყვარული კი, სრული გამოხატვის წყალობით, ახალ ძალებსა და სიღრმეს იძენს. აქ ფორმისა და ფერის ოსტატები პლასტიკურ მასალაში ასახიერებენ ბრწყინვალე ჩანაფიქრებს, რომლებიც მათ აზრებს უთანაგრძნობს. აქ ფილანტროპები დიად გეგმებს აწყობენ ადამიანების დასახმარებლად, არქიტექტორები გეგმებისა, რომლებიც მას შემდეგ უნდა განხორციელდეს, რაც ისინი დედამიწაზე დაბრუნდებიან.

ყოველი ამაღლებული საქმიანობა, რომელიც დედამიწაზე სრულდება, ყოველი კეთილშობილური გრძნობა და სწრაფვა აქ ყვავილებად გარდაიქმნება, რომლებიც იმ მარცვლებს შეიცავს, შემდეგ რომ დედამიწაზე იქნება ნაჩვენები. ამ ცოდნით ადამიანებს შეუძლიათ ამქვეყნად მოამზადონ გამოცდილების მარცვლები, რომლებიც ზეცაში აყვავდება.

ყოველი ლიტერატურული და მხატვრული უნარის, ამტანი და მედეგი სიყვარულის, ადამიანების უანგარო სიყვარულის, ღმერთის ერთგულების განვითარება ზეცას სისრულეს, სიმდიდრეს და ნაყოფიერებას ანიჭებს. ის, ვინც მწირად თესავს, მწირადვე მოიმკის. თითოეულის ბედნიერების თასი კიდემდე ივსება, ჩვენ კი ჩვენს თასებს, დიდსა და პატარას, აქ ვამზადებთ. ჩვენი ზეცის ხანგრძლიობა იმ მასალაზეა დამოკიდებული, რომელიც შეგვიძლია სიკვდილის შემდეგ წავიღოთ, ეს მასალა კი კარგი აზრები და წმინდა ემოციებია. ის შეიძლება ათასხუთასი ან ორიათასი წელიწადი გაგრძელდეს, შესაძლოა – რამდენიმე საუკუნე, ხოლო ყველაზე ნაკლებად განვითარებულებში – კიდევ უფრო ნაკლები.

როდესაც მთელი გამოცდილება უნარად გარდაიქმნება, ადამიანი იშორებს თავის მენტალურ სხეულს და ის ჭეშმარიტად საკუთარ თავად იქცევა, ცხოვრობს რა კაუზალურ და ორ უფრო მაღალ სხეულში. მაღალი განვითარების შემთხვევაში მას საკმაო ხანს შეუძლია მენტალური სამყაროს მაღალ დონეებზე ცხოვრება. ზოგადად, მისი იქ ყოფნა ხანმოკლეა, რაც მხოლოდ იმისთვის არის საკმარისი, რომ მთელი თავისი წარსული დაინახოს და თავის მომავალ ცხოვრებას მოკრას თვალი, და ის კვლავ ქვევით ეშვება, მეტი გამოცდილების შეძენის წყურვილით აღსავსე. განვითარებული მენტალური უნარების ჩანასახები მენტალურ მატერიაში ირგვება ახალი მენტალური სხეულის შესაქმნელად, ხოლო განვითარებული ემოციური და მორალური უნარები – ასტრალურ მატერიაში, ახალი ასტრალური სხეულის შესაქმნელად, ამ ყველაფერს კი „თანდაყოლილი უნარები“ და „ხასიათი“ ეწოდება, რომელიც ბავშვს შემოაქვს საკუთარ თავთან ერთად სამყაროში.

ანი ბეზანტი / თეოსოფია

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *