ინგლისელ მამაკაცს თვითმფრინავიდან ფეკალური მასები თავზე ჩამოაცალეს
როგორც BBC იუწყება, ეს ინფორმაცია პირველად ადგილობრივი საავიაციო ფორუმის სხდომაზე გაჟღერდა. ინციდენტი ბრიტანეთში, ბერკშირის საგრაფოში, ივლისის თვეში მოხდა. ინგლისელი მამაკაცი საკუთარ ბაღში იმყოფებოდა, რომლის თავზეც თვითმფრინავმა ტუალეტის მასა ჩამოცალა. მთელი მისი ბაღი, ბაღის ქოლგები და თავად მამაკაცი მეტად უსიამოვნო მასით იქნა დაფარული.
ჯეფ პექსტონი, რომელიც ავიაციაში 40 წელი მუშაობს, ამტკიცებს, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია, მას კი დიდი ხანია, მსგავსი ინციდენტის შესახებ არაფერი სმენია.
თვითმფრინავის ტუალეტებში ფეკალური მასა თავსდება სპეციალურ რეზერვუარებში და მხოლოდ ჩამოფრენის შემდეგ იცლება. საბჭოს წევრის, კლიუერ ისტის თქმით, ასეთი შემთხვევები ხდება ყოველწლიურად, როდესაც თვითმფრინავიდან გაყინულ მასას აგდებენ, თუმცა, ამჯერად, ექსკრემენტები არ ყოფილა გაყინული ან შესაძლოა ის თბილმა ამინდმა გაალღო.
დაზარალებულ მოქალაქეს არ მოუთხოვია ჩივილი და მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ამის ნაცვლად კი, უბრალოდ, “ბედს შეეგუა”. თუმცა, მან მაინც სცადა ავიაკომპანიისთვის შემთხვევის შესახებ შეეტყობინებინა.