ქალაქი, სადაც მზე მხოლოდ სარკეების დახმარებით აღწევს
ეს უჩვეულო ნორვეგიული ქალაქი რიუკანია. რომ არა გიგანტური სარკეები, ეს ქალაქი ზამთარში მზის სხივების გარეშე დარჩებოდა. რიუკანი მაღალი მთებითაა გარშემორტყმული, ამის გამო, ნახევარი წლის განმავლობაში ქალაქში მზის სხივები ვერ აღწევენ.
აქაურ მაცხოვრებლებს სექტემბრიდან მარტის ჩათვლით უწევდათ ჩრდილში ცხოვრება. მაგრამ რამოდენიმე წლის წინ ქალაქში სამი გიგანტური სარკე დაამონტაჟეს. სარკეების მეშვეობით კი, არეკვლის შედეგად, მზის სხივები ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე აღწევენ.
სარკეები ქარისა და მზის ენერგიაზე მუშაობენ. ამ ინოვაციურმა იდეამ ქალაქის მკვიდრთა ყოველდღიურობა უკეთესი გახადა. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ სარკეები ქალაქში მეტ ვიზიტორს მოიზიდავს. ქალაქ რიუკანის მოსახლეობა ამჟამად 4 000 ადამიანს შეადგენს.