რას ეძებ?

ბიოგრაფია კულტურა სელებრითი

ჯონ მაკლაფლინი / ვირტუოზი სოლო გიტარისტი

ჯონ მაკლაფლინი / ვირტუოზი გიტარისტი (john mclaughlin)

ჯონ მაკლაფლინი (John McLaughlin), ასევე ცნობილი როგორც მაჰავიშნუ, დაიბადა 1942 წლის 4 იანვარს, ის არის ინგლისელი გიტარისტი, ბენდის ლიდერი და კომპოზიტორი. მისი მუსიკა აერთიანებს ჯაზის ელემენტებს როკთან, მსოფლიო მუსიკასთან, ინდურ კლასიკურ მუსიკასთან, დასავლურ კლასიკურ მუსიკასთან, ფლამენკოსა და ბლუზთან. 1960-იანი წლების დასაწყისის რამდენიმე ბრიტანულ ჯგუფში მოღვაწეობის შემდეგ, 1969 წელს მაკლაფლინმა, როგორც ჯგუფის ლიდერმა გამოუშვა მისი პირველი ალბომი სახელწოდებით Extrapolation. შემდეგ ის გადავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც უკრავდა დრამერ ტონი უილიამსის ჯგუფთან Lifetime. შემდეგ კი საკუტარი ელექტრო გიტარით უწევდა აკომპანიმენტს ცნობილ ვირტუოზს, მაილს დევისს. მისი 1970-იანი წლების ბენდი, Mahavishnu Orchestra, გამოირჩეოდა ტექნიკურად რთული და ვირტუოზული მუსიკის სტილით, რომელიც აერთიანებდა ელექტრო ჯაზსა და როკს ინდური მოტივებით.

მაკლაფლინის სოლომ “Miles Beyond” მისი ალბომიდან Live at Ronnie Scott’s მოიგო 2018 წლის გრემის ჯილდო საუკეთესო იმპროვიზირებული ჯაზის სოლოსთვის. მას მიენიჭა მრავალი ჯილდო წლის გიტარისტისა და საუკეთესო ჯაზ-გიტარისტის ნომინაციაში ისეთი ცნობილი ჟურნალებისგან, როგორიცაა DownBeat და Guitar Player მკითხველთა გამოკითხვებზე დაყრდნობით. 2003 წელს ჟურნალ Rolling Stone-ის სიაში „ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტი“ 49 ადგილი დაიკავა.

2009 წელს DownBeat-მა მაკლაფლინი შეიყვანა თავის არარეიტინგულ სიაში “75 უდიდესი გიტარისტი”, “თანამედროვე ჯაზის მაესტროს” კატეგორიაში. 2010 წელს ჯეფ ბეკმა მაკლაფლინს უწოდა “ცოცხალი გიტარიტებიდან საუკეთესო”, პეტ მეთენი კი მას მსოფლიოს უდიდესი გიტარისტად მიიჩნევს. 2017 წელს მაკლაფლინს მიენიჭა ბერკლის მუსიკალური კოლეჯის მუსიკის საპატიო დოქტორის წოდება.


ჯონ მაკლაფლინი დაიბადა 1942 წლის 4 იანვარს მუსიკოსების ოჯახში (მისი დედა იყო მევიოლინე) დონკასტერში, სამხრეთ იორკშირში, ინგლისი. მისი მამა წარმოშობით ირლანდიელია. მაკლაფლინი ბავშვობაში სწავლობდა ვიოლინოსა და ფორტეპიანოს, ხოლო გიტარა პირველად 11 წლის ასაკში აიღო ხელში. მან შეისწავლა სტილები ფლამენკოდან ტალ ფარლოუს, ჯანგო რაინჰარდტის და სტეფან გრაპელის ჯაზამდე.

1960-იანი წლების დასაწყისში იორკშირიდან ლონდონში გადადის საცხოვრებლად.1963 წელს ჯეკ ბრიუსმა ჩამოაყალიბა გრეჰემ ბონდის კვარტეტი ბონდთან, ჯინჯერ ბეიკერთან და ჯონ მაკლაფლინთან ერთად. ისინი უკრავდნენ მუსიკალური ჟანრების ეკლექტიკურ სპექტრს, მათ შორის ბიბოპი, ბლუზი და რიტმი ენდ ბლუზი.

1969 წლის იანვარში მაკლაფლინმა ჩაწერა თავისი სადებიუტო ალბომი Extrapolation ლონდონში. მასში გამორჩეულია ჯონ სურმანი საქსოფონზე და ტონი ოქსლი დრამზე. 1970-იანი წლების შუა პერიოდისთვის მან თანდათან შეიმუშავა ძლიერი რეპუტაცია კრიტიკოსებში.

მაკლაფლინის 1970-იანი წლების ელექტრო-ბენდში Mahavishnu Orchestra შედიოდნენ მევიოლინე ჯერი გუდმანი, პიანისტი იან ჰამერი, ბასისტი რიკ ლეირდი და დრამერი ბილი კობჰემი. ისინი ასრულებდნენ ტექნიკურად რთულ მუსიკის სტილს, რომელიც აერთიანებდა ელექტრო ჯაზსა და როკს აღმოსავლური და ინდური გავლენით. ამ ჯგუფმა დაეხმარა fusion-ს, როგორც ახალი და მზარდი სტილის ჩამოყალიბებას. მაკლაფლინის დაკვრა ამ დროს გამოირჩეოდა სწრაფი სოლოებითა და არავესტერნული მუსიკალური გამებით.

ჯონ მაკლაფლინი წამყვანი გიტარისტია ჯაზსა და ჯაზ ფუჟენში. მისი სტილი აერთიანებს სწრაფ და აგრესიულ სტილს, ტექნიკურ სიზუსტეს და ჰარმონიულობას. ინდურმა მუსიკამ მის სტილზე დიდი გავლენა მოახდინა და, როგორც ამბობენ, ის არის ერთ-ერთი პირველი დასავლელი მუსიკოსი, ვინც ასრულებდა ინდური მუსიკას ინდური აუდიტორიისთვის. მაილს დევისთან ერთად მან დიდი გავლენა მოახდინა ჯაზ-ფიუჟენის პოპულარიზაციაში. თავის თავზე საუბრისას მაკლაფლინი აცხადებს, რომ გიტარა უბრალოდ „მისი სხეულის ნაწილია“ და ის თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, როცა გიტარა მის გვერდით იმყოფება.

მაკლაფლინმა მოახდინა დიდი გავლენა 1970-იანი და 1980-იანი წლების ბევრ გიტარისტზე, მათ შორის ისეთ გამოჩენილ მუსიკოსებზე, როგორიცაა სტივ მორსი, ერიკ ჯონსონი, მაიკ სტერნი, ალ დი მეოლა, შონ ლეინი, სკოტ ჰენდერსონი და ტრევორ რაბინი. მუსიკოსი და კომიკოსი დერილ როუდსი ასევე აღიარებს მაკლაფლინის გავლენას. 1970-იან წლებში ის ხელმძღვანელობდა “ჰაჰავიშნუ ორკესტრს”, რომელიც ასრულებდა ფანკის, როკის და ჯაზის მუსიკალური სტილის პაროდიებს.

ჯონ მაკლაფლინი (John McLaughlin), ასევე ცნობილი როგორც მაჰავიშნუ
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა