კოკა-კოლამ რიგით მე-100 საახალწლო რეკლამა გამოუშვა
უკვე 100 წელია, რაც კოკა-კოლა მილიონობით ადამიანს საშობაო რეკლამით სადღესასწაულო განწყობას უქმნის. ბრენდის რიგით მე-100 საახალწლო რეკლამის კამპანიაზე სააგენტო Wieden + Kennedy London-მა იმუშავა და საახალწლო სამზადისი გახსნა, რომლის რეჟისორიც – ტაიკა უაიტიტია. ვიდეორგოლის მთავარი გზავნილია – “საუკეთესო, რისი ჩუქებაც სხვებისთვის შეგვიძლია – საკუთარი თავია”. კლიპის შინაარსი შემდეგია: პატარა გოგონას მამა გადის უამრავ დაბრკოლებას, რომ მისი წერილი სანტას პირადად გადასცეს, თუმცა არაფერი გამოსდის, მაგრამ ყველაზე საინტერესო დეტალს თავად წერილში აღმოაჩენს.