რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საზოგადოება

ლავრენტი ბერია / მითი თუ რეალობა

ლავრენტი ბერია / მითი თუ რეალობა

საბჭოთა კავშირს როგორც ცნობილია უმძიმესი ისტორია აქვს. 70 წლის არსებობის განმავლობაში უამრავი უდანაშაულო ადამიანი დახვრიტეს, მოხვდნენ ციხეში თუ გადასახლებაში. სსრკ-ს არსებობის ისტორიაში კი იყო მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც გამოექომაგა ამ საწყლებს და მილიონები გადაარჩინა. ყველაზე საოცარი კი ისაა რომ სწორედ ამ ადამიანს დააბრალეს მისი მკვლელობის შემდეგ, ჯალათებმა მასობრივი რეპრესიების იდეა და საშინელი ჭორები აუგორეს. დიახ თქვენ არ ცდებით საბჭოთა კავშირის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი უდანაშაულო ადამიანი სწორედ ამ კაცმა გადაარჩინა და მისი სახელია – ლავრენტი პავლეს ძე ბერია!

როგორც ცნობილია 1938 წელს ლავრენტი ბერია მოსკოვში გადაიყვანეს. ჯერ დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილედ, 1938 წლის 24 ნოემბერის კი გაერთიანებული შსს-და უშიშროების შეფად.

ბერიამ პირველი რაც ქნა ეს იყო უმოწყალო წამების აკრძალვა. მეორე – შეაჩერა მასობრივი რეპრესიების მანქანა რომელიც ცოცხივით იყო და თელავდა ყველას დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც. მესამე მისი ბრძანებით დაიწყო დაპატიმრებულთა საქმეების გადახედვა. მან პირად კონტროლზე აიყვანა ეს პროცესი. შედეგად 350000 ათასი ადამიანი განთავისუფლებულ იქნა გულაგიდან, ისინი გამართლნენ, სახელმწიფომ მათ ბოდიში მოუხადა, აღადგინა სამსახურებში და ა.შ. 150 ათასი ადამიანი კი განთავისუფლდა წინასწარი დაკავების იზოლორატორიდან და მათ წინააღმდეგ წარმოებული საქმეები შეწყდა, მოხდა მათი სრული რეაბილიტაცია. შსს და უშიშროების ორგანოებიდან გარიცხულ იქნა 10000 ადამიანი. შემდგომ უმეტესობა დააპატიმრეს და გაასამართლეს საქმეთა ფარიკაციისთვის და ასობით ათასი ადამიანის უდანაშაულოდ ციხეში გამოკეთვისთვის.

მეორე დიდი ამნისტია კი ბერიამ 1953 წელს ჩაატარა სტალინის სიკვდილის შემდგომ. 1945 წელს ბერია მიდის შსს-დან და სათავეში უდგება ატომურ პროექტს. სტალინის სიკვდილის შემდგომ ის ისევ ხდება გაერთიანებულო შსს და უშიშროების შეფი. ამის შემდგომ ის ისევ ინტერესდება პატიმართა რაოდენობით და წარმოებული საქმეებით. აღმოჩნდება რომ ციხეები უსაშველოდ გაბერილია. ბერიას მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 1 მილიონი ადამიანი განთავისუფლდა ციხიდან როგორც უსამართლოდ გასამართლებული, ამავდროულად შეწყდა სისხლისამართლებრივი დევნა 500000 ათას ადამიანზე!

ისტორიკოსი, პუბლიცისტი და რუსეთის დამსახურებული ჟურნალისტი როდიონ შირიაევი წერს: „თითქმის ოცდაათი წელია, ვიკვლევ ლავრენტი ბერიას ისტორიას და რაც უფრო მეტ საარქივო-ისტორიულ მასალას თუ კერძო პირთა ჩანაწერებს ვეცნობი, ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანი საკმაოდ ჰუმანური, ღრმად განათლებული პიროვნება იყო და ეპითეტი „სტალინის ჯალათი“ მისთვის მიკერებული იარლიყია და მეტი არაფერი. მავანთ, შესაძლოა, ჩემი სიტყვები სასაცილოდაც კი არ ეყოთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია… მოდი, ჯერ ღია წყაროებს გადავხედოთ და მათზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ.

ღია წყაროები გვამცნობენ, რომ რეპრესიების წლებში (1937-1938), როდესაც ბერია საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო, ეს მზიური რესპუბლიკა მყარად ინარჩუნებდა ბოლო ადგილს რეპრესიების მსხვერპლთა სიაში და მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ყველას. საქართველოში სულ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს და მათი უმრავლესობა, მაშინდელი კანონებით, იმსახურებდა კიდეც ასეთ სასჯელს… სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ შორის უსამართლო მსხვერპლიც იყო განსაკუთრებით ინტელეგენციის მიმართულებით და ბერიას პირადი შურისძიების ფაქტებიც კი არსებობდა, მაგრამ საკავშირო მასშტაბთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს რეპრესიებმა გვერდი აუარა და ეს ბერიას პირადი დამსახურება იყო. საგულისხმო ფაქტია ის, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა და შედარებით დაბალი რანგის მუშაკი ლავრენტი ბერია ცდილობდა, სასიკვდილო საფრთხე აერიდებინა ადამიანებისთვის და ამას საკუთარი კარიერისა და სიცოცხლის რისკის ფასადაც კი აკეთებდა.

ბერიას სახელს უკავშირდება აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაც. ნესტორ ლაკობა 1935 -1936 წლებში აქტიურად შეუდგა აფხაზეთის მე-16 რესპუბლიკად გარდაქმნის მზადებას. მან მოსკოვში, პოლიტბიუროში, ბევრი მომხრე გაიჩინა. ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბერიამ ჯერ მის მომხრეებს მოუღო ბოლო აფხაზეთში, შემდეგ კი 1936 წლის 27 დეკემბერს თბილისში ლაკობა მოაწამვლინა. შედეგად შეწყდა აფხაზეთის ცალკე რესპუბლიკად გამოცხადების ყველა მცდელობა, ის საქართველოს განუყოფელ ნაწილად გამოცხადდა.

ისტორია რთული საგანია, მაგრამ სიმართლის დამალვა ჭირს. უამრავი უაღრესად საინტერესო მასალის მოძიებაა შესაძლებელი ბერიაზე და სულ უფრო ცხადი ხდება რომ ამ ადამიანის ისტორია თავის დროზე უმოწყალოდ გაყალბდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრ რამეს ნათელი ეფინება. ლავრენტი ბერია არ იყო ანგელოზი, იმ ეპოქაში ვერც იქნებოდი, მაგრამ ფაქტია რომ ამ ტირანული სახელმწიფოს არსებობის 70 წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე ადეკვატური და ღირსეული პიროვნება ვინც მჯდარა კრემლში და ის ნამდვილად არ იყო ჯალათი როგორც მას წარმოაჩენენ.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა