რას ეძებ?

რელიგია ფილოსოფია

მაჰათმა განდი / გზა ღმერთისაკენ / ამონარიდი

მაჰათმა განდი / გზა ღმერთისაკენ

თითოეული ადამიანის მოვალეობაა, ყურადღებით დააკვირდეს თავის შინაგან სამყაროს და დაინახოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის და ძალისხმევა არ დაზოგოს თავისი სხეულის, გონების და სულის გასაუმჯობესებლად.

მან უნდა გააცნობიეროს უსამართლობით, მანკიერებით, ამპარტავნობით და მსგავსი თვისებებით გამოწვეული ზიანი და შეძლებისდაგვარად შეებრძოლოს მათ. ადამიანის მდგომარეობა გამოსაცდელი ვადაა. ამ პერიოდში მას ათამაშებს როგორც ბოროტი, ასევე კეთილი ძალები. ის ყოველთვის ცდუნებების მსხვერპლია. თავისი ვაჟკაცობა მან უნდა დაამტკიცოს ცდუნებებისთვის წინააღმდეგობის გაწევით და მათთან შებრძოლებით.

მეომარი არ არის ის, ვინც თავისი წარმოსახვის გარე მტრებს ებრძვის და თითსაც ვერ სწევს უთვალავი შინაგანი მტრის წინააღმდეგ ანდა, რაც ყველაზე უარესია, მათ შეცდომით მეგობრებად იღებს. ადამიანის მოვალეობა არ არის ყველა თავისი შესაძლებლობის სრულფასოვნად განვითარება; მისი მოვალეობაა, სრულყოფილად განივითაროს ყველა ღვთიური უნარი და სრულიად დათრგუნოს საწინააღმდეგო ტენდენციების უნარები.

ადამიანი არასრულყოფილია, თუმცა მისი თანდაყოლილი თვისებაა, განუწყვეტლივ ილტვოდეს სრულყოფილებისკენ. და ამის მცდელობისას მას ოცნებები იტაცებენ. და ისე, როგორც ბავშვი ცდილობს ადგომას, კვლავ და კვლავ ვარდება და საბოლოოდ სწავლობს სიარულს, ადამიანიც, მიუხედავად მთელი თავისი ინტელექტისა, უბრალო ჩვილია უსასრულო და უასაკო ღმერთთან შედარებით. მიზანი ყოველთვის გვშორდება. რაც უფრო დიდია პროგრესი, მით უფრო მეტად ვაღიარებთ ჩვენს უღირსობას. კმაყოფილებას იწვევს ძალისხმევა და არა მიღწევა. სრული ძალისხმევა სრული გამარჯვებაა.


მოჰანდას კარამჩანდ განდი (1869-1948) – ინდოელი ადვოკატი, პოლიტიკოსი, სამოქალქო აქტივისტი და მწერალი, ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში. განდის მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არა-ძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა, განდი ინდოელმა ხალხმა ერის მამად და „დიად სულად“ (Mahatma) აღიარა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა