მძევლები საქართველოს ბანკში – კურიოზული დიალოგები
ახლა, როცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, უკვე შეიძლება იმ კურიოზული ფრაზებისა და დიალოგის გახსენება, რომლებიც სპეცოპერაციის დასრულებამდე გვესმოდა. შევეცდები შევკრიბო “მარგალიტები”…
მძევალი:
– ითხოვს ორ მილონს, შეიარაღებულია… მოდი, ძმაო, აგერ, შენ თვითონ წოუყენე მოთხოვნები!…
– უთხარი, რომ კარები დანაღმულია, რომ შემევიდნენ, დედა მოე**ბათ!
მძევალი:
– დედა მაგენს კი არა, მე მემეტ***ბა, ბომბებია აქაო, ამბობს…
მძარცველი: “სამი საათი სჭირდება, რომ მეიტანონ…”
– ეს რიგის ნომერი, ნეტა, ხვალ გამომადგება?
– თავდამსხმელი შეიარაღებულია?
მძევალი:
– არა, ბატონო, დანა-ჩანგლითაა მოსული!..
– იყვირეთ ახლა, გვიშველეთ, დაგვეხმარეთთქო…
მძევალი კაცის ხმა:
– იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეცო, როგორ არი ისა?
– სიგარეტი შემოგვაწოდოს ვინმემ, რომ ცოტა დავწყნარდეთ…
სხვა მძევლის ხმა:
– სიგარეტს კი არა, არაყს დაგაყოლებიებენ კიდე ზედ…
– …ასე თქვა, მეგობრებში დამიმატოსო…
– სიგარეტი მეიტანოს და დავიმატებ! მაგენს ლაქლაქი უნდათ ახლა და მე მინდა მაგენის ლაქლაქი?”
– მოგაქვთ ელემენტი?
– კი, კი, მოგვაქვს…
– დროზე, მერე, ბატონო, ელემენტიც თბილისიდან მოგაქვთ?
– მიეცით მისი ფული ამ ღვთისნიერ კაცს და გოუშვით…
– მოდი აგერ, სკოჩი მომახვიე, არ გამივარდეს ბომბი!..
– სადაა სკოჩი, მე მოგახვევ, ძმაო!..
– იქანე ეგდო საღაცა… აგერაა!…
– ნუ მიღებ აქეთ, იქეთ გადეიღე, არ გესმის?”
მძევალი:
– რავა არ მესმის, ძმაო, მაგრამ შენთვის უკეთესია, წელსქვემოთ რო გადაგიღო, ვიდრე ესენი გადევიღო, რო ტირიან… თუ არადა, რაც გინდა, ის ქენი… იმედია, ჩვენ არ მოგვკლავ ახლა მაგის გულობიზა…
– ახლა მე ლაივი ჩავრთე აქანე… მოდი აგერ, კაი კაცი, ვაჩვენოთ აგი, წელზე რო გაქვს, შებრუნდი იქეთ… ახლა აქეთ… კაია…
– გამოვრთო ლაივი?
– გამორთე!
– გადაგიღებ ასე, არ ვაჩენ სახეს, შენთვისაა უკეთესი, თვარა, დავკრავ აგერ ძირს ამ ტელეფონს კიდე, მე მაგრა მკიდია…
– გადაეცი, ფული როგორ შემოგაწოდოთთქო?
თავდამსხმელი:
– შემოყარე, ძმაო, შემოყარე!
პოლიციელი (არ ესმის):
– რაო?
სხვა მძევალი:
– შემოყაროსო…
პოლიციელი:
– როგორ აიღებს მერე?
მძევალი:
– მოვა ალბათ, მაქანე!..
შეგახსენებთ: 2022 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში, დილის საათებში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც იმ მყოფი 12 პირი მძევლად აიყვანა. მისი მოთხოვნა იყო 2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, ანკესი და რუსული დროშის გადაცემა.
წყარო: ლაშა ბერულავა