რას ეძებ?

მსოფლიო პოლიტიკა

ნამიბიის ადგილობრივ არჩევნებში ადოფ ჰიტლერმა გაიმარჯვა

ნამიბიის არჩევნებში ადოფ ჰიტლერმა გაიმარჯვა

მამაკაცი, რომელსაც სახელი ადოფ ჰიტლერის საპატივცემულოდ დაარქვეს, იგებს ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებს ნამიბიაში. გამარჯვების შემდეგ ნამიბიელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მას არ გააჩნია მსოფლიო ბატონობის ამბიცია.

უუნონა ადოლფ ჰიტლერი არჩეულ იქნა წარმომადგენლად ომპუჯას საარჩევნო ოლქში. გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუს დროს ის ამტკიცებდა, რომ არააქვს არანაირი კავშირი ნაცისტურ იდეოლოგიასთან. ის არჩეულ იქნა მმართველი პარტიის სიით, რომელიც აწარმოებდა კამპანიას თეთრი უმცირესობის კოლონიალური მმართველობის წინააღმდეგ.

ადოლფი, ისევე როგორც სხვა გერმანული სახელები არ წარმოადგენს იშვიათობას ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც გერმანიის კოლონია იყო.

უუნონა აღიარებს, რომ მას სახელი მამამ ნაცისტების ლიდერის საპატივცემულოდ დაარქვა, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მშობელს წარმოდგენა არ ქონდა ადოლფ ჰიტლერის იდეოლოგიის შესახებ.

«ბავშვობაში მე ეს სახელი სრულებით ნორმალურად მიმაჩნდა, მაგრამ როცა გავიზარდე გავაცნობიერე, რომ ჰიტლერს მთელი მსოფლიოს დამორჩილება სურდა» – თქვა მან და დაამატა, რომ მას არაფერი აქვს საერთო ამ ყველაფერთან.

უუნონა აცხადებს, რომ მისი მეუღლე მას ადოლფს ეძახის, ის ამ სახელს საჯაროდ ატარებს და არ აპირებს მის შეცვლას.

წყარო: bbc

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *