რას ეძებ?

მეცნიერება საინტერესო სხვა

ასტეროიდიდან აღებული ნიმუშები სპეციალურმა კაფსულამ დედამიწაზე ჩამოიტანა

ასტეროიდიდან აღებული ნიმუშები სპეციალურმა კაფსულამ დედამიწაზე ჩამოიტანა

იაპონურმა კოსმოსურმა სააგენტომ მისია Hayabusa2-ს ფარგლებში ასტეროიდ რიუგუდან აღებული ნიმუშები სპეციალური კაფსულით დედამიწაზე ჩამოიტანა. ეს ისტორიაში მეორე მსგავსი შემთხვევაა. რიუგუ დაახლოებით 1 კილომეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდია.

იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA)-ს ხომალდი დედამიწიდან რაკეტა H-IIA-მ გაიყვანა, რომელიც კოსმოსური ცენტრიდან 2014 წლის დეკემბერში გაუშვეს. ასტეროიდამდე აპარატმა 2018 წლის ივნისში მიარწია და მისი დეტალური გამოკვლევა დაიწყო. პირველი ნიმუშების აღება მან 2019 წლის თებერვალში მოახერხა. ოდნავ მოგვიანებით ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით მან ასტეროდიზე 10 მეტრი დიამეტრის კრატერი წარმოქმნა, რამაც მისცა შესაძლებლობა გრუნტის ქვეშ არსებული ქვა-ღორღის ნიმუშები ამოეღო. წარმატებული მანევრების შემდეგ, აპარატი დედამიწისაკენ გამოემართა, მოახლოებისას კი მოდულს გამოეყო კაფსულა და ავტრალიის ქალაქ ვუმერაში უსაფრთხოდ დაეშვა.

ასტეროიდი რიუგუ (Ryugu)

მისიის მიზანი იყო 100 მილიგრამზე მეტი მასალის მოვოვება. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ამ ნიმუშების შესწავლა იძლევა შესაძლებლობას ჩვენი მზის სისტემის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვების, რადგან მსგავსი ციური სხეულები დაახლოებით 4,6 მილიარდი წელია მოძრაობენ და მათი მატერია იმავე შემდაგენლობისაა, რომლისგანაც დედამიწა და მისი ახლო მეზობელი პლანეტები წარმოიქმნა.

Hayabusa2-ის მისია ამით არ დასრულებულა, ის 2026 წელს ასტეროიდ 2001 CC21-ს ეწვევა, 2031 წელს კი კიდევ ერთ ციურ სხეულს 1998 KY26 გამოიკვლევს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *