ოქსფორდის COVID-19 ვაქცინა მე-3 ფაზაშია და ყველა საჭირო ეტაპი წარმატებით გაიარა

ბრისტოლის უნივერსიტეტის გუნდმა ახლად შემუშავებული მეთოდის გამოყენებით შეამოწმა და დაადგინა, რომ ვაქცინა ზუსტად მიჰყვება ოქსფორდის გუნდის მიერ დაპროგრამებულ ინსტრუქციებს.
ოქსფორდის ვაქცინამ AstraZeneca COVID-19 ((ChAdOx1 nCoV-19, ასევე ცნობილი როგორც AZD1222), რომელიც ამჟამად კლინიკური კვლევების მე-3 ფაზას გადის, უკვე გაიარა მკაცრი ტესტირება, რათა უზრუნველყოს ხარისხის უმაღლესი სტანდარტი და უსაფრთხოება. ამჟამად ბრისტოლის უნივერსიტეტის გუნდმა გამოიყენა ცოტა ხნის წინ შემუშავებული მეთოდი დასადგენად, რომ ვაქცინა ზუსტად მიჰყვება ოქსფორდის გუნდის მიერ დაპროგრამებულ ინსტრუქციებს. ეს ახალი ანალიზი უზრუნველყობს კიდევ უფრო მეტ სიცხადეს და ახდენს დეტალიზციას, თუ როგორ იწვევს ვაქცინა წარმატებით ძლიერ იმუმურ პასუხს.
ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული დასკვნები წარმოადგენს ყველაზე სიღრმისეულ ანალიზს COVID-19-თვის შემუშავებული ნებისმიერი ვაქცინის. აღნიშნული მეთოდის სიზუსტე აჭარბებს ყველა ნორმატიულ მთხოვნებს დედამიწის ნებიმიერ წერტილში.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორი და ოქსფორდის ვაქცინის კვლევების ხელმძღვანელი სარა გილბერტი აღნიშნავს – ”ეს არის საუკეთესო მაგალითი ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების, რომ იქნას ზუსტად შესწავლილი, თუ როგორ იქცევა ვაქცინა როდესაც ის ადამიანის ორგანიზმში ხვდება. კვლევა ადასტურებს, რომ კორონავირუსის ცილების უდიდესი რაოდენობა იწარმოება დიდი სიზუსტით, და ეს დიდწილად განმარტავს ვაქცინის ძლიერი იმუნური პასუხის წარმატებულობას”.
წყარო: Oxford COVID-19