რას ეძებ?

მეცნიერება საინტერესო

შესაძლოა ჩვენს გალაქტიკაში უამრავი გონიერი ცივილიზაცია არსებულიყო

ჩვენი გალაქტიკა და გონიერი არსებები

სამეცნიერო პორტალზე arXiv მკვლევართა ნაშრომი გამოქვეყნდა, სადაც საუბარია, რომ შესაძლოა ჩვენს გალაქტიკაში უამრავი გონიერი ცივილიზაცია არსებულიყო, რომლებმაც საკუთარი თავი გაანადგურეს დიდი ხნის წინ. აღნიშნულის შესახებ აშშ-ში მდებარე კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსებმა განაცხადეს.

მეცნიერებმა შეაჯერეს სტატისტიკური მოდელები და თანამედროვე ასტრონომიური მეთოდები იმის გასარკვევად, თუ განვითარების რა ეტაპზე და ირმის ნახტომის გალაქტიკის რომელ რეგიონში შეიძლება გაჩენილიყო უცხო ცივილიზაციები. ასევე იქნა გამახვილებული ყურადღება ისეთ ფაქტორებზე, რომლებიც არამიწიერი ორგანიზმების განვითარებასა თუ ჩამოყალიბებაზე მოახდენდა გავლენას. მათ შორისაა ჩვენი მზის მსგავსი ვარკვლავების რაოდენობის აღრიცხვა, რომელთა გარშემო მოძრაობენ პლანეტები სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში, რადიაციულ სუპერნოვათა სიხშირეზე, გონიერი არსებების ევოლუციისთვის საჭირო დროსა და მიდრეკილებაზე თვითგანადგურებისკენ შესაბამის გარემო პირობებში.

აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით შექმნილმა სიმულაციამ აჩვენა, რომ სიცოცხლე, შესაძლოა, ირმის ნახტომის გალაქტიკის ფორმირებიდან 8 მილიარდი წლის შემდეგ წარმოიშვა, რომელიც მისი ცენტრიდან 13 ათასი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. შედარებისთვის, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე ირმის ნახტომის ჩამოყალიბებიდან დაახლოებით 13,5 მილიარდ წელში გაჩნდა, რომელიც აღნიშნული წერტილიდან 25 ათასი სინათლის წლითაა დაცილებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ერთგვარ ზღვრულ ზონაში და ჩვენი ცივილიზაცია ერთ-ერთი ყველაზე გვიანდელია. რაც შეეხება უფრო ადრე არსებულ გონიერ არსებებს, მეცნიერთა მოსაზრებით, დიდი ალბათობით, მათმა უმეტესობამ სიცოცხლე უკვე თვითგანადგურებით დაასრულა.

აღნიშნული მეცნიერული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, იგივე მოხდებოდა მაშინაც, თუ გალაქტიკაში ცივილიზაციების გავრცელების პიკი 5 მილიარდზე მეტი წლის წინ დადგებოდა. ხოლო ის არამიწიერი ორგანიზმები, რომლებიც ამჟამად ბინადრობენ ჩვენს გალაქტიკაში განლაგებულ პლანეტებზე, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უკვე გამქრალი იქნებოდნენ.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა